ანა დოლიძე - ჩვენი ამოცანაა, მომავალი არჩევნებით არსებული ვითარება დავასრულოთ და ქვეყანაში ევროპული სტანდარტების, საშუალო და უმაღლესი განათლება დავამკვიდროთ

ჩვენი ამოცანაა, სწორედ, მომავალი არჩევნებით ეს ვითარება დავასრულოთ და ქვეყანაში ევროპული სტანდარტების, საშუალო და უმაღლესი განათლება დავამკვიდროთ , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

კოლიციის წევრებმა სკოლებში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით 67-ე სკოლასთან ბრიფინგი გამართეს.

როგორც დოლიძემ განაცხადა, აღნიშნული დაწესებულება კორუფციის და გულგრილობის სიმბოლო.

„დღეს, ძველ თბილისში, 67- სკოლასთან მოვედით, როგორც იმ კორუფციის, ჩამორჩენილობის, უნიათობის, გულგრილობის სიმბოლოსთან, რასაც განათლების სამინისტრო წარმოადგენს. საქართველოს მოსწავლეთა დიდი ნაწილი ახლა, ამ სასწავლო წლის დაწყებას როგორც მომთაბარე მოსწავლე, ისე ხვდება. ისინი სკოლიდან სკოლაში, საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით, იმ პირობით დადიან, რომ მათ სკოლაში რემონტი იქნება. ჩვენ ახლა რემონტის, ჩაქუჩების ხმა არ გვესმის და სწორედ ასეთი მივარდნილი სიტუაციაა სკოლების უმრავლესობაში, სადაც ტენდერები ვარდება და რემონტი რამდენიმე წლის განმავლობაში არ არის დასრულებული. ჩვენი ამოცანაა, სწორედ, მომავალი არჩევნებით ეს ვითარება დავასრულოთ და ევროპული სტანდარტების, საშუალო და უმაღლესი განათლება დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

კოალიციის წამომადგენლის, დავით ფერაძის განცხადებით, „საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის მხოლოდ 2024 წელს 790 მილიონი ლარი არის გამოყოფილი“.

მისივე თქმით, „აღნიშნული ფული კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის“.

„ჩვენ ახლა 67-ე საჯარო სკოლასთან ვიმყოფებით, მაგრამ მე ნაძალადევში ვცხოვრობ და სანამ აქამდე მოვიდოდი, გზად მე-11-ე, 113-ე, 112-ე, მე-4-ე საჯარო სკოლები გავიარე, სადაც უკვე წლების განმავლობაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ბევრ მთგანზე ხელშეკრულებები გაფორმებულია ჯერ კიდევ 2022-2023 წლებში, მაგრამ დღემდე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს, მხოლოდ მშობლების მოტყუების მიზნით, როცა სწავლა იწყება, ან არჩევნები მოდის, რამდენიმე სკოლაში ტრაქტორები შეაგორეს, რომ ითვალთმქაცონ, თითქოს, რაღაცას აკეთებენ, სინამდვილეში კი არაფერს აღარ გააკეთებენ. ანა დოლიძემ ახსენა მომთაბარე ბავშვები, მართლაც, ასე არიან ეს ბავშვები. წლების განმავლობაში, ისინი მოკროავტობუსებით, ერთი სკოლიდან მეორეში დაჰყავთ და ამაში ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება. საგულისხმოა, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირების განმხორციელებელი კომპანიების ტენდერში ერთადერთი კომპანია, შპს "თაიმ სერვისი" იმარჯვებს, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს. ერთი სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ღირებულება 1-2 მილიონი ლარია, რომლითაც თავისუფლად შეიძლება ახალი, დამოუკიდებელი სკოლები აშენდეს“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში