საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების ფესტივალი - „GGSB 2024 Science Fest „The First 20 Years“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში, მეცნიერების ფესტივალი - GGSB 2024 Science Fest „The First 20 Years“ - ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მეცნიერების ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG) და ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: იულიხის კველევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლც ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლც ცენტრი (HZDR).

ღონისძიება სტუ-ის რექტორმა გახსნა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქართული მხრიდან უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია, მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს გერმანის იულიხის კვლევით ცენტრთან.

მისი თქმით, 20 წლიანი ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გერმანიაში სტაჟირება გაიარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის მრავალმა სტუდენტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა. გერმანელი პროფესორების მონაწილეობით საქართველოში ქართველი სტუდენტებისთვის ტარდებოდა და ტარდება შემოდგომის ლექციები. ხოლო, სხვადასხვა წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟირო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებს საჩუქრად გადაეცა გამზომი და კვლევითი აპარატურა, მათ შორის, მინი „MRI“ დანადგარი, რომელიც შესაძლებალია გამოყენებულ იქნას როგორც სწავლებისთვის, ასევე კვლევისათვის.

რექტორის თქმით, ამავე პერიოდში, გაერთიანებას გარმანული მხრიდან შემოუერთდა ჰელმჰოლც გაერთიანების ორი მძლავრი და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრი (Dresden-Rossendorf (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრი - GSI, ასევე, აახენის და კიოლნის უნივერსიტეტები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ციკლს, რომლის ფარგლებში შეჯამდება ჩვენი ერთობლივი საქმიანობის - მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მიღწევები. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით, მნიშვნელოვანი მიღწევები გვქონდა. მადლობას ვუხდი პარტნიორებს, განსაკუთრებული მადლობა სებასტიან შმიდტს, ჯონ შას და ჰანს ტროერს, ისინი ამავდროულად ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები არიან. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები წარმატებით მონაწილეობდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და დაჯილდოვებული არიან შესაბამისი გრანტებით, რომლის ფარგლებში შესრულებული აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები. 2023 წლის 5 დეკემბერს ხელი მოეწერა „cooperation agreement in the framework of the GGSB-PLUS“, სადაც გერმანულ მხარესთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ხელმომწერი იყვნენ კონსორციუმის წევრი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. “GGSB-PLUS” ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა SMART ლაბორატორიის დაარსებას. ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გამყარდება ურთიერთთანამშრომლობა. წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო კოლეგებო”, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო ღონისძიების - „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab მიღწევები“, ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში შეჯამდება ორი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიღწევები. საიუბილეო ღონისძიებებს მასპინძლობენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

მეცნიერების ფესტივალი ორ ნაწილად ტარდება: GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა - თანამშრომლობის ისტორია, ძირითადი მიღწევები, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, რაც წარმოდგენილი იქნება თსუ-სა და სტუ-ში დაგეგმილ ღონისძიებებზე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტები და უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და სხვა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა