კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილს 5 კაცი არ უჭერდა მხარს, ჩვენი მხარდამჭერები მის წინააღმდეგ იყვნენ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო - რა იცის მან, მოწყვეტილია რეალობას

სალომე ზურაბიშვილს 5 კაცი არ უჭერდა მხარს. ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ მის წინააღმდეგ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ დასუსტებულია და გამოკითხვებით, ხმების 25%-ზე მეტს ვერ იღებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „სალომე ზურაბიშვილი რეალობას მოწყვეტილია“.

„რა იცის სალომე ზურაბიშვილმა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, ამ ქვეყანაზე არ არის, რა იცის“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები გაიხსნება და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

“მახსოვს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა, ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მხარი დავუჭირეთ, როგორც არაპარტიულ კანდიდატს. მაშინ გავიხსენოთ განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა ეს ქალი, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ა.შ. ხომ გახსოვთ ეს მძიმე განცხადებები. ეს არ იყო ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მისი მხრიდან? რომელი ერთი ჩამოვთვალო... როგორ წარმოგიდგენიათ, გერქვას ქვეყნის პრეზიდენტი, უცხოურ მედიაში საუბრობდე და ამბობდე, რომ სამშობლო, სადაც დაიბადე, გაიზარდე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორი დამოკიდებულება გაქვს პრემიერ-მინისტრთან, ხელისუფლებასთან, ყველაფრის მიუხედავად, გამოდიოდე და ამბობდე, რომ შენი საკუთარი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. რისი ღირსია ახლა ამის შემდეგ ეს კონკრეტული ადამიანი და ამ ტიპის პოლიტიკოსები“, - განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 26 ოქტომბერს „ამ რადიკალურ დაჯგუფებას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შესაბამის პასუხს გასცემს“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია და გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში