ლევან ხაბეიშვილი - ჩემზე თავდასხმა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს არც დაუმალავს ივანიშვილის გაგრძელებას - „ხარებას“ - ამგვარი ნაბიჯები ბარიერია ჩვენსა და ევროკავშირს, ჩვენსა და 14 მილიარდიან დახმარებას შორის

ცხადია, ჩემზე თავდასხმა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს არც დაუმალავს ბიძინა ივანიშვილის გაგრძელებას - „ხარებას“, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ქმედება - ამგვარი ნაბიჯები ბარიერია ჩვენსა და ევროკავშირს, ჩვენსა და 14 მილიარდიან დახმარებას შორის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი საგამოძიებო მოქმედებები თავდასხმასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ტელეკამერების წინ მოხდა და ადგილზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.

„18-19 წლის ბავშვებს ლამის თავის ქალა ახადეს და ამას პირაპირ ეთერში გვაყურებინებდნენ.

ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებსა და აქტივისტებზე თავდასხმა, ეს კი პირდაპირ ეთერში ვნახეთ. არც კი მალავდა ივანიშვილის ხელისუფლება და უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი არადემოკრატიული ნაბიჯი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან, იმ 14 მილიარდიან დახმარებასთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და რომელსაც სამუშაო ადგილების შექმნა მოჰყვება. შესაბამისად, როცა ხელისუფლება არ იძიებს ასეთ საკითხებს, როცა ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ქვეყანაში თავისუფლებით, დემოკრატიით და დგამს ანტიდემოკრატიულ, რუსულ ნაბიჯებს, ეს პირდაპირ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ შეეხებიან იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ექნება საქართველოს მოქალაქეებს. ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია გამოძიებასთან, პოლიტიკურ დევნასთან, მეასეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომლებიც ასეთი ნაბიჯების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ. საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ ჯიბეზე ეხებათ ის, თუ როგორც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. რაც შეეხება ჩემი საქმის გამოძიებას, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ რაიმეს იძიებენ ან რაიმე მოქმედებებს ატარებენ, რადგან ეს ყველაფერი მოხდა პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო კომენტარის დროს, ჩემზე თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა "ხარება". შესაბამისად, ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო ვშორდებით იმ 14 მილიარდ ევროს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოხმარდეს, რადგან ყოველი ასეთი გამოუძიებელი საქმე არის ბარიერი ჩვენსა და 14 მილიარდიან დახმარებას შორის.

წარმოუდგენელი იყო იმ ფოტოსა და ვიზუალური მასალის შემდეგ, რაც გავრცელდა, დაზარალებულის სტატუსი არ მოეცათ, მოუწიათ ამის გაკეთება, ცხადია, რომ ჩემზე თავდასხმა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს არც დაუმალავს ბიძინა ივანიშვილის გაგრძელებას - "ხარებას", რომელმაც ჯერ, სანამ ამას გააკეთებდა, პირდაპირ ეთერში დაიმუქრა და მერე, როცა უკვე განახორციელა ეს თავდასხმა, განაცხადა, რომ კიდევ იმავეს აპირებდა და სხვებსაც იგივე მოუწევდათ.

საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით, არ ვიცით, არის თუ არა ამოღებული მასალა, არადა, თავდასხმა ტელეკამერების წინ მოხდა და გრძელდებოდა 27 წუთის განმავლობაში. ცხადია, ეს იყო დაგეგმილი, მიზანმიმართული და არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი აქტი, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი მოქმედებები, რომლითაც საქართველო შორდება ევროკავშირს. მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას პასუხს გასცემს და ეს ხელისუფლება დამთავრდება. რომ გითხრათ რაიმე შურისძიება მამოძრავებს, არ იქნება მართალი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილდღეობა, ევროპული მომავალი და ისინი, ვინც ახალგაზრდებს იტაცებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ, აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა