გია ვოლსკი - ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის ურთიერთობები ყალბია - პროცესის ლიდერი, თავისი ქოლგით უნდა იყოს ზურაბიშვილი, მაგრამ ეს ქოლგა რეალურია, სერიოზულია, ფუფალას ქოლგაა თუ სხვა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს

სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია, როგორც ფიგურა, რომელიც პირდაპირ დანაშაულებში არ იყო ჩართული - ზურაბიშვილი შეარჩიეს, როგორც ერთადერთი, რომელსაც ხელზე ხელთათმანები აცვია, რომელსაც სისხლის ლაქები არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, “ოპოზიცია აბსურდის თეატრს სთავაზობს საზოგადოებას და სამწუხაროა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამ გზაზე დგას და ასეთ სისულელეებს იძახის.”

სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია, როგორც ფიგურა, რომელიც პირდაპირ დანაშაულებში არ იყო ჩართული. იმ დანაშაულებში, რომელიც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ახასიათებს - თითოეულ მათგანს გაერთიანებული თუ გაუერთიანებელი სახით, იქნება 5, 4 თუ ნებისმიერი სხვა ნომერი. სალომე ზურაბიშვილი შეარჩიეს, როგორც ერთადერთი, რომელსაც ხელზე ხელთათმანები აცვია, რომელსაც სისხლის ლაქები არ აქვს. აქედან გამომდინარე სალომემაც თავისი პირობები დააყენა, რომ იგი იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც დროებითი მთავრობის შემადგენლობას დააყენებს და ეს იქნება წესი და კანონი ყველასათვის. მათ შორის იმათთვის, ვინც გუშინ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა - ასეთია ნიკა გვარამია და ნებისმიერი სხვა. იმ სიტყვას ვერც გავიმეორებ, იმდენად უტიფარი და უზრდელურია, რითაც სალომეს მოიხსენიებდა. აქედან გამომდინარე, ამაში მეტია თვალთმაქცობა. რეალობა არ ჩანს, ეს ურთიერთობები ყალბია, მაგრამ სალომეს, რა საკვირველია, თავისი პირობები აქვს - უნდა წარმოადგინოს მთავრობა, 1 წელიწადში ველი უნდა გაწმინდოს და შემდეგ უკვე არჩევნები უნდა ჩაატაროს. ამისი ლიდერი, თავისი ქოლგით უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი. ეს ქოლგა რეალურია, სერიოზულია, ფუფალას ქოლგაა თუ სხვა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს.

მე ადრე მახსოვს მიხეილ სააკაშვილის შეფასება სალომეს ასეთი განცხადებისადმი, რომელსაც ვერ გავიმეორებ. აქედან გამომდინარე, ავიღოთ რეალობა, რამდენად გულწრფელია ეს ურთიერთობა და მეგობრობა. საქმე საქმეზე რომ მიდგეს რამდენად დაუჯერებს ოპოზიციას, რომ მათი ლიდერი სალომე ზურაბიშვილია. ამ აბსურდის თეატრს სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას და სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამ გზაზე დგას და ასეთ სისულელეებს იძახის”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მზად არის, აიღოს დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ და ისინი გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო