მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხარდამჭერები გამწარდნენ და უკადრებელი იკადრეს - არ არსებობს ჩვენს გუნდში და ოცეულში ადამიანი, რომელიც ასეთ სისულელეებს, მდაბიო, გოიმურ, მარაზმამდე დასულ ბულინგს დაექვემდებარება

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ობიექტურად მოფიქრალ ადამიანს ძალიან გაუხარდება, რომ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ჟიული შარტავას შვილიშვილი „ქართული ოცნების“ რიგებში არიან - ოპოზიციის მხარდამჭერები გამწარდნენ და უკადრებელი იკადრეს, მაგრამ ხომ უნდა დაუშვა, რომ ასეთი ხალხის დაბულინგება შეიძლება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში და წარდგენილ ოცეულში მყარი ფსიქიკის ადამიანები არიან და ბულინგს არ ექვემდებარებიან.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ორი მხარე - ერთ მხარეს არიან გახარებული ადამიანები, რომ მათი მხარდაჭერილი პარტია განახლდა იმ ადამიანებით, რომლითაც ისედაც ამაყობდნენ. ვნახეთ, დიდი ენთუზიაზმით გამოხატული ემოციები უამრავი ადამიანის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, ობიექტურად მოფიქრალ ადამიანს ძალიან გაუხარდება, რომ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ჟიული შარტავას შვილიშვილი და ა.შ. - ახალი წარმატებული სახეები არიან „ქართული ოცნების“ რიგებში. ეს ბუნებრივი ამბავია. მაგრამ, რამდენადაც ჩვენს მხარდამჭერებს და ობიექტურ ადამიანებს გაუხარდათ, იმდენად გამწარდნენ აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერებიც და მათი ლიდერებიც. უკადრებელი იკადრეს. მაგრამ ხომ უნდა დაუშვა, რომ ლაშა ტალახაძის, გენო პეტრიაშვილის და ასეთი ხალხის დაბულინგება შეიძლება. ისინი მარტო ფიზიკურად კი არ არიან ძლიერები, ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძლიერები არიან, არ არსებობს ჩვენს გუნდში და იმ ოცეულში ადამიანი, რომელიც მყარი ფსიქიკის არ არის და ასეთ სისულელეებს, მდაბიო, გოიმურ, მარაზმამდე დასულ ბულინგს დაექვემდებარება. ჩვეულებრივი აგენტურულ-ფაშისტური ბულინგი იყო მათ მიმართ. მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, სადაც არიან, რას ემსახურებიან. საკუთარი სამშობლო - ამას ემსახურებოდნენ და მსახურებას გააგრძელებენ. ამიტომ, სულელური, გოიმური, ფაშისტური ბულინგი არის ისეთივე წარმავალი, როგორიც მათი არგუმენტები - ისევეა ჰაერში, როგორც მათი არგუმენტები“ ,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, განახლება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდში ხდება და ოპოზიციას ამის რესურსი არ აქვს.

„განახლება, პრაქტიკულად მარტო ჩვენს გუნდშია. განახლების რესურსი ჩვენს ოპოზიციას არ აქვს. ისევ ძველი, გაცვეთილი სახეები და ადამიანები არიან, რომელთაც ლიდერებად არჩეული ჰყავთ ნასამართლევი ხალხი სხვადასხვა ცუდ საქმეზე. ერთ მხარეს გვყავს სააკაშვილი, 5 ნომრის ლიდერი, მეორე მხარეს გვყავს სხვადასხვა დანაშაულზე ნასამართლევი ხალხი. აქეთ არიან ადამიანები, რომელთაც გამოარჩევთ პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, ღირსება და ადამიანები, რომლებიც ერთგულად მსახურობდნენ და პოლიტიკაში გააგრძელებენ თავისი ქვეყნის მსახურებას; ადამიანები, რომლებთანაც ასოცირდება საკუთარი ქვეყნით, სამშობლოთი სიამაყე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია