მამუკა მდინარაძე მიხაილ როთზე - იგივეს ლაპარაკობს, რასაც გვარამია, მელია და რუბლებით დაფინანსებული ხოშტარია - გერმანიაში ნიკა სამხარაძეს იგივე რომ გაეკეთებინა, ამის შემდეგ მას ვინმე შეხვდებოდა?!

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იგივეს ლაპარაკობს, რასაც ნიკა გვარამია, ნიკა მელია და რუბლებით დაფინანსებული ხოშტარია ლაპარაკობენ - გერმანიაში ნიკა სამხარაძეს იგივე რომ გაეკეთებინა, ამის შემდეგ მას ვინმე შეხვდებოდა?! - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „რაღაცების ლაპარაკს და მისვლა-მოსვლას ვერავის აუკრძალავენ, მაგრამ ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ, როცა ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ“.

მდინარაძე საქართველოში მიხაილ როთის ჩამოსვლას მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობით ხსნის და აცხადებს, რომ „ეს მაშველი რგოლია წყალწაღებული ოპოზიციური პარტიებისთვის“.

„ის ჯერ პარლამენტში იყო - ვითომ საქმიანი შეხვედრებითა და საქმიანი გამომეტყველებით. შემდეგ რადიკალური, აგენტურული ოპოზიციის მიტინგზე ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა. ნიკა სამხარაძე გერმანიაში რომ ჩავიდეს, შოლცის გადადგომა მოითხოვოს და რაღაც ეპითეტები უწოდოს, რა რეაქცია ექნება ჩვენს გერმანელ კოლეგებს?! ზუსტად იგივეა! ანუ ზევიდან გვიყურებენ და პატარა ქვეყანა ვართ?! ასე არ არის! ამ ქვეყანამ გაბედა, რომ ყველასთვის თავისი სათქმელი ეთქვა! ასე არ შეიძლება!

რამდენიმე დღის წინ ჩვეულებრივი დეპუტატები იყვნენ ჩამოსული, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონში იმყოფებოდნენ და როგორ - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვინ არის, სხვა რატომ არ შეგვხვდაო... ეს არის მონური დამოკიდებულება და ასეთ დამოკიდებულებას არ უნდა დავექვემდებაროთ!“ - განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ გერმანელი დეპუტატი სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე წერს.

„მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებთან და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში“, - წერს როთი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი