ეუთო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი - საქართველოში ახლა უკიდურესად სამწუხარო ვითარებაა -    თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ბოლო წლებში მომხდარი უკუსვლის შემოტრიალების პერსპექტივები გაჩნდება

საქართველოში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ბოლო წლებში მომხდარი უკუსვლის შემოტრიალების პერსპექტივები გაჩნდება. ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და “საერთაშორისო მშვიდობისთვის კარნეგის ფონდის” ვიცე-პრეზიდენტმა, დენ ბაერმა სომხეთის თემატიკას მიძღვნილ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოში ახლა უკიდურესად სამწუხარო ვითარებაა. კერძოდ კი, ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის უკუსვლა გულსატკენი იყო ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოს რამდენიმე წლის წინ ნათელ შუქად ხედავდა.

საქართველო დადანაშაულებული იყო იმაში, რომ სანქციებისთვის გვერდის ასავლელ „მილს“ წარმოადგენდა და რუსეთში ისეთ საქონელს ექსპორტირებდა, რომელთა რუსეთში ექსპორტიც არ უნდა მომხდარიყო. ახლანდელმა მთავრობამ ფაქტობრივად გადააკოპირა რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს [აგენტებად] რეგისტრაციას აიძულებს.

ვიცი, რომ სენატორ შაჰინს ცოტა ხნის წინ შეხვედრა ჰქონდა, რომელზეც მას უთხრეს, რომ თუ აშშ პრო-დემოკრატიულ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას შეწყვეტს, ეს თბილისში პრობლემებს მოაგვარებდა. რა თქმა უნდა, აშშ-მა უნდა გააგრძელოს ‘მიწაზე’ მათი მხარდაჭერა, ვინც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს, ვისაც თავისუფალი, დემოკრატიული ქართული მთავრობა სურთ და რომელთაც თავისუფალი დემოკრატიული ქართული მომავალი სურთ.

იმედი მაქვს, რომ თბილისთან ჩართულები დავრჩებით. არჩევნები ახლოვდება ოქტომბერში, ჩვენს არჩევნებამდე. და ეს არჩევნები ნამდვილად გადამწყვეტი იქნება. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ბოლო წლებში მომხდარი უკუსვლის შემოტრიალების პერსპექტივები გაჩნდება, ისევე როგორც საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებში პროგრესის პერსპექტივები, რომლებიც ახლა შეჩერებულია უკუსვლის გამო.

ასე რომ, შემდეგი 50 დღე ძალიან გადამწყვეტი იქნება საქართველოში. თბილისში ვიყავი გასულ კვირას. საინტერესოა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ როდესაც უკუსვლის შესახებ ვკითხე, მე და ჩემს კოლეგებს გვითხრა, რომ “არ ინერვიულოთ, დაელოდეთ და ნახეთ, როგორ განვითარდება ეს”. და წელს ის ჩვენს შეხვედრაზე მოვიდა და თქვა, რომ “ჩვენი “ქართულ ოცნების” პარტია ქართულ კოშმარად იქცა”. ასე რომ, მისი ტონი შეიცვალა და განგაშს აცხადებდა, ისევე როგორც ბევრი ადამიანი სამოქალაქო საზოგადოებაში”, - განაცხადა ბაერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია