ირაკლი კობახიძე - საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული დაკომპლექტებულია სხვადასხვა კრიტერიუმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის

საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული არის დაკომპლექტებული სხვადასხვა კრიტერიუმით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკმაოდ მრავალფეროვანი გუნდია და არიან, როგორც სტაჟიანი პოლიტიკოსები, ასევე - ახალი სახეები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, ოლიმპიური ჩემპიონები, ბიზნესის სფეროს და სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის. თქვენ ხედავთ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ გადახალისებას, განახლებას, ამის არავითარი რესურსი არ აქვთ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მე მეამაყება, რომ ჩვენ გუშინ დავასახელეთ და წარვადგინეთ ასეთი ოცეული საზოგადოების წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს