გედევან ფოფხაძე - ადამიანები, რომლებიც სხვა სფეროში არიან წარმატებულები, პოლიტიკაში მოსვლით დისკრედიტაციისთვის არიან განწირულები, რადგან ის ნეგატივი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ნებისმიერ პოზიტივს გადაფარავს

ადამიანები, რომლებიც სხვა სფეროში არიან წარმატებულები, პოლიტიკაში მოსვლით დისკრედიტაციისთვის არიან განწირულები, რადგან ის ნეგატივი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ნებისმიერ პოზიტივს გადაფარავს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის ოცეულში სპორტსმენების შეყვანა შეაფასა.

როგორც ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სპორტსმენები საკუთარი ნეგატივის გადასაფარად სჭირდება.

„როდესაც შენ დისკრედიტირებული და ნეგატიური ხარ, რაღაც პოზიტივი გჭირდება. სპორტსმენებს არ ვიცი რაში სჭირდებოდათ. სპორტსმენები, რომლებიც პარლამენტში არიან, როგორც წესი ინტენსიურ და აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ, ის რომ მათ ნაყოფიერი საპარლამენტო ცხოვრებით იცხოვრონ, არ ხდება. ადამიანებმა, რომლებმაც ხალხს თავი შეაყვარეს, არ მესმის მათი მოტივაცია. ადამიანები, რომლებიც სხვა სფეროში არიან წარმატებულები, პოლიტიკაში მოსვლით განწირულები არიან დისკრედიტაციისთვის, რადგან ის ნეგატივი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ნებისმიერ პოზიტივს გადაფარავს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომრად მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის დასახელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები “ბრძოლის ველზე“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ გავიდოდნენ.

„ბიძინას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან იმას, რასაც ახლა აკეთებს ძალიან ცუდი ავანტიურაა. ავანტიურის მიზანია ქვეყანა გადაიყვანოს რუსულ პოლიტიკურ ველზე, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა მტრულად უყურებს. ის ადამიანები, ვინც ივანიშვილის გარშემო არიან გაერთიანებულები, ყველანაირი მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისგან არიან დაცლილები, მათ კომფორტისა და კერძო ინტერესის გარდა არაფერი ამოძრავებთ. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა არის მედროვეებისა და მლიქვნელების ერთობა. ამ ადამიანებს, ბრძოლის ველზე ბიძინა ივანიშვილის გარეშე გასვლის სურვილი არ ექნებოდათ. ივანიშვილი, რომელიც აქამდე ახერხებდა თვითონ აეყვანა მძევლები, თვითონ აღმოჩნდა ამ ადამიანების მძევალი. ივანიშვილის გარეშე ბრძოლის ველზე არავინ გავიდოდა. ეს არის ძალიან დიდი ავანტიურა, სამარცხვინო ავანტიურა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

გარდა ამისა, ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ წინა საარჩევნო დაპირებებზე და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანს, რომელსაც არ სწამს ღმერთის ეკლესიით სპეკულირებს, რადგან არჩევნებზე მეტი ხმა მიიღოს.

„ბევრი ესწრებოდა ჩემი და ივანიშვილის საუბარს, როდესაც მე რაღაც საკითხზე ხმა არ მივეცი, მითხრა, რომ როცა პარლამენტში შედიხარო, შენი რელიგიური მოტივები გარეთ უნდა დატოვოო, რაზეც მე ვუთხარი: „რელიგიური მოტივი არ არის პიჯაკი, გარეთ რომ დატოვო“. ეს კამათი გვქონდა მე და ივანიშვილის.

ასევე გვქონდა კამათი მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით. ვუთხარი : ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მადლი არ იქნება, თუ მთელ ქვეყანაში მარიხუანას დათესავ-თქო. რაზეც მითხრა - როდესაც ასეთი ტერმინებით ადამიანი საუბრობსო, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმებაო. ახლა ძალიან მაინტერესებს, როდის მერე გახდნენ ასეთი ტრადიციულები და რელიგიურები?! ხომ ვიცით, რომ ბიძინა ათეისტია. მილაპარაკია და ვიცი, რომ ათეისტია. კაცს არ სწამს ღმერთის.

ადამიანს, რომელსაც არ სწამს ღმერთის და ეკლესიით სპეკულირებს, რომ ხმები მიიღოს ჩემთვის მიუღებელია. ჩამოყალიბდეს რა უნდა, ღმერთის მოტყუება უნდა ამ არჩევნებზე? ვისაც გვილაპარაკია მასთან ვიცით, რომ ეს ყველაფერი ავანტიურაა, ეკლესია მას ამ ფარსში არ ჩაჰყვება, შესაბამისად, ტრადიციულ ღირებულებებზე სპეკულაცია ეს არის პუტინის ნარატივი, ეს არის არის ეროვნული ნარატივი“, - განაცხადა ფოფხაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ