ქუთაისში ანა კალანდაძის ბიუსტი გაიხსნა

ქუთაისში, ახალგაზრდობის პარკში, ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოეტის ბიუსტი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძეგლის ავტორი გიორგი კიკვაძეა.

„ანა კალანდაძის ბიუსტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.

ქუთაისის მოზარდ-მაყურებელთა ახალგაზრდული თეატრის "მარჯანიშვილელების" დასმა წარმოადგინა ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია.

გამორჩეულმა ქართველმა პოეტმა ანა კალანდაძემ სკოლა ქუთაისში დაამთავრა და მისი პირველი ლექსებიც სწორედ ჩვენს ქალაქში დაიწერა.

ანა კალანდაძის ბიუსტის დადგმა იუნესკოს შემოქმედებითი ქსელის ქალაქში, მნიშვნელოვანი მოვლენაა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს