„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში  მართავს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" დელეგატობის კანდიდატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი სოფლების: კარწახის, ფილიპოვკას, ხავეთის, აფნიასა და ერიჯანას მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მოსახლეობა გაეცნო წინასაარჩევნო პროგრამას, დელეგატობის კანდიდატმა მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.

„მსურს ჩემი სიხარული გაგიზიაროთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტებში არაერთი დადებული პირობა შევასრულეთ. კერძოდ, სოფელ კარწახსა და ხავეთში მოპირკეთდა გზა, რომელიც ადამიანებს დღემდე არ ჰქონიათ წლებია. ასევე, მოგვარებულია სასმელი წყლისა და განათების საკითხები. ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ თაობას, ჩვენს შვილებს ჩვენი ქვეყანა გადავცეთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი”,- განაცხადა სამველ მანუკიანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მერი მელქონ მაკარიანი, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება