თინა ბოკუჩავა - ყველას გვაქვს არჩევანი - ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში, დაკარგული ინვესტიციები თუ წვდომა 14 მილიარდიან ევროკავშირის გაწევრიანების ფონდზე - მჯერა, თბილისი თავის ევროპულ არჩევანს ამაყად გააკეთებს

ყველა თბილისელს გვაქვს არჩევანი - ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში - გაღარიბებული თბილისელების ხარჯზე კორუფციით გამდიდრებული თბილისის მერი თუ ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული კოალიციური მთავრობა. დაკარგული ინვესტიციები თუ წვდომა 14 მილიარდიან ევროკავშირის გაწევრიანების ფონდზე. მჯერა, თბილისი თავის ევროპულ არჩევანს ამაყად გააკეთებს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისი ყოველთვის იდგა ცვლილებების ავანგარდში და ასე იქნება 26 ოქტომბერსაც, როცა „ კიდევ ერთხელ იტყვის თავის ევროპულ სიტყვას“.

„მოგესალმებით! მივესალმები ჩემს მშობლიურ თბილისს! ჩვენს საამაყო დედაქალაქს, რომელმაც არაერთხელ აჩვენა, რომ ევროპა ნამდვილად ლისაბონიდან თბილისამდეა.

მარტი-აპრილის აქციებზე რუსული კანონის წინააღმდეგ, თბილისმა, ახალგაზრდების განსაკუთრებული ენერგიით, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ევროპელი ლიდერები აღფრთოვანებით ამბობდნენ, რომ ევროპის გული თბილისში ძგერს. თბილისმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვა - კი ევროპას! იყო თბილისელი - ნიშნავს იყო ევროპელი. თბილისი საკუთარი არსით და მულტიკულტურული მემკვიდრეობით წმინდა ევროპული ქალაქია - ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიაც და მომავალიც.

თბილისი ყოველთვის იდგა ცვლილებების ავანგარდში. ვიცი, 26 ოქტომბერს ჩემი ქალაქი კიდევ ერთხელ იტყვის თავის ევროპულ სიტყვას.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისი აქცია ევროპის ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად, განახორციელა თბილისის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ყველაზე ამბიციური პროექტი და შექმნა თანამედროვე თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობანი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუსტად 15-ჯერ გაზარდა ტურისტების რაოდენობა თბილისში, გააოთხმაგა თბილისის ეკონომიკა, და საგანგაშო მაჩვენებელი სადაც ყოველი მეორე თბილისელი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა შეამცირა 20%-მდე, თბილისი ამაყად მასპინძლობდა მსოფლიო ლიდერებს მაგრამ დღეს, თბილისი შესაძლებლობების ქალაქის, ნაცვლად სიღარიბის და უპერსპექტივობის ქალაქად იქცა.

26 ოქტომბერს ყველა თბილისელს გვაქვს არჩევანი: ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში - გაღარიბებული თბილისელების ხარჯზე კორუფციით გამდიდრებული თბილისის მერი თუ ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული კოალიციური მთავრობა - დაკარგული ინვესტიციები თუ წვდომა 14 მილიარდიან ევროკავშირის გაწევრიანების ფონდზე, - 14 მილიარდი, რომლითაც თბილისში ავაშენებთ სკოლებს და საბავშვო ბაღებს, საერთო საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის - 14 მილიარდი ეკოლოგიური პროექტებისთვის, პარკების და სპორტული კომპლექსებისთვის - 14 მილიარდი შემოვლითი რკინიგზის გზისთვის, რათა თბილისელები ნახევარ ცხოვრებას საცობებში არ ატარებდნენ - 14 მილიარდი ევროპული კეთილდღეობისთვის, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა მჯერა, თბილისი თავის ევროპულ არჩევანს ამაყად გააკეთებს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. ახლა კი სცენაზე მინდა ვთხოვო ერთიანობა - „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გამორჩეულად ენერგიულ და მზრუნველ ქალ პოლიტიკოსს, ახალ სახეს ქართულ პოლიტიკაში - სოფო ჯაფარიძეს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის კამპანიის ღონისძიება „კი ევროპას“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გახსნეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს