ნატალია საბანაძე - სენატში დაგეგმილი მოსმენა არის სიგნალი, რომელსაც კონგრესი და სენატი საქართველოს ხელისუფლებას უგზავნის - გზავნილია ის, რომ  30 წლის განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები არ უნდა გადაჰყვეს რეჟიმთან გაფუჭებულ ურთიერთობებს

ეს მოსმენა არის კიდევ ერთი სიგნალი, რომელსაც კონგრესი და სენატი უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსმა მკვლევარმა, ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალია საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სენატში დაგეგმილ ხვალინდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

საბანაძის განმარტებით, განხილვის ძირითადი დრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დაეთმობა, რომელიც მისივე შეფასებით, ანტიდასავლური გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

„ეს მოსმენა არის კიდევ ერთი სიგნალი, რომელსაც კონგრესი და სენატი უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას და რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია აქ გასათვალისწინებელი. ერთი არის ის, რომ ეს მოსმენა ხვალ ჩატარდება სენატში და ეს იმას გულისხმობს, რომ აქ არის ორპალატიანი და ორპარტიული თანხვედრა პოზიციების. აქ არ ექნება იმის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას,“ რომ თქვას, ეს პარტიული თემაა და მათ რესპუბლიკელები მხარს უჭერენ. ძალიან ცალსახად, თითქმის ყოველთვის ამას ხაზს უსვამენ.

ეს, ჩემი აზრით, მოჰყვება ზაფხულში სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტებს, ასე ვთქვათ, ამისი გამოძახილიც იქნება მათი ვიზიტების შედეგების განხილვა და იქნება საუბარი იმ კანონმდებლობაზე, რომელიც არის ასეთი პრობლემური.

ასევე, მნიშვნელოვანი სიგნალია იმ მხრივაც, რომ კიდევ ერთხელ, აშშ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში ნაშენები პარტნიორობა, მეგობრობა და კიდევ განსაკუთრებული ურთიერთობები მნიშვნელოვანია და რეალურად, ახლა მიდის ამ ურთიერთობების ნგრევა. ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა, თავისით არ მომხდარა. რეალურად, ეს არის საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკის შედეგი - ეს არის არჩევანი.

ის კანონი, რომელსაც ხვალ განიხილავენ, რომელიც უცხო გავლენის გამჭვირვალობას ეხება, მიმართულია იმისთვის, რომ აქ ხალხი გააჩუმონ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სურვილი აღარ გაუჩნდეთ ხმის ამოღების, საზოგადოებრივი სივრცე ჩაიკეტოს, მაგრამ, ამას გარდა, ეს არის პირდაპირ ანტიდასავლური გზავნილი, მტრული სიგნალი ჩვენი მხრიდან, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ სიგნალს პროპორციულად პასუხობს. ეს არის განხილვები, შეზღუდული ტიპის სანქციები (ჯერჯერობით), იმიტომ, რომ აქ მნიშვნელოვანია არჩევნები და, ალბათ, არჩევნებს დაელოდებიან და მერე შესაბამისი რეაქციებიც მოჰყვება.

გათვლა და გზავნილი სწორედ ის არის, რომ საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები მნიშვნელოვანია და სახელმწიფოსთან შექმნილი ურთიერთობები არ უნდა გადაჰყვეს რეჟიმთან გაფუჭებულ ურთიერთობებს“, - განაცხადა საბანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება