სოფო ჯაფარიძე - ვიწყებთ თბილისის კამპანიას, 26 ოქტომბერს ერთხმად ვიტყვით „კი ევროპას“ და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელმაც პირველმა აფრიალა ქვეყანაში ევროკავშირის დროშა, ქვეყანას ევროპული კეთილდღეობისკენ წავიყვანთ

ვიწყებთ თბილისის კამპანიას, 26 ოქტომბერს ერთხმად ვიტყვით „კი ევროპას“ და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელმაც პირველმა აფრიალა ქვეყანაში ევროკავშირის დროშა, საქართველოს ევროპული კეთილდღეობისკენ წავიყვანთ, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ თბილისის კამპანიის გახსნაზე.

თბილისის კამპანიის ღონისძიების - „კი ევროპას” გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ 26 ოქტომბერს ყველა ერთად არ ვიტყვით „კი ევროპას“, მაშინ ქვეყანას ელოდება: „სიღატაკე, იზოლაცია და ძალიან დიდი სირცხვილი, რასაც „ქართული ოცნება", ფაქტობრივად, ყოველდღე გვაყურებინებს“.

„დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რომელსაც თითოეული თქვენგანისგან ვგრძნობ და დიდი მადლობა სურვილისთვის, ერთად მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, რომელიც მიგვიყვანს გარდაუვალ გამარჯვებამდე. 26 ოქტომბრამდე, როდესაც გაიმარჯვებს თბილისი, საქართველო და ქართველი ხალხი. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ყველა ძალა და დიახ, ასე ერთიანობით გავივლით ამ გზას და აუცილებლად, 26 ოქტომბერს, ყველა ერთხმად ვიტყვით "კი ევროპას!" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ყველამ კარგად იცით, რა ელოდება ჩვენს ქვეყანას: სიღატაკე, იზოლაცია და ძალიან დიდი სირცხვილი, რასაც "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, ყოველდღე გვაყურებინებს.

მეგობრებო! თქვენ იცით, რომ „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, დავიწყებული ჰყავს ქართველი ხალხი და არ შემიძლია, სულ რამდენიმე დღის წინანდელი მაგალითი არ გავიხსენო, რომელიც ერთ0-ერთ აფთიაქში ვნახე, როცა ახალგაზრდა დედა 2 წლის შვილისთვის, 7 ლარიან სიცხის დამწევს ვერ ყიდულობდა. მე მინდა ახლა თქვენთან ერთად მივმართო პატარა ლიზას დედას და პატარა ლიზას: მე გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აღარასდროს დადგებით მსგავსი პრობლემის წინაშე. სწორედ ასეთი პრობლემების წინაშე დგას თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა.

სულ რამდენიმე დღეში იწყება სწავლა და ძალიან ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ უნდა უყიდოს შვილებს სასწავლო ჩანთა, ფეხსაცმელი, როგორ გამოკვებონ ოჯახის წევრები და ამ დროს რას ჰპირდება ქართული ოცნება მათ? გახლეჩილობას, სიძულვილს და ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებას, მაგრამ მე გპირდებით, რომ 26 ოქტომბერს მათ ეს გეგმა აუცილებლად დაემსხვრევათ და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ "კი ევროპას!", რათა არასდროს იდგეს მსგავსი პრობლემების წინაშე ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანა. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო, მსოფლიოსთვის ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად იყო ქცეული იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის სათავეში იდგა ნომერ პირველი რეფორმატორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელმაც შეძლო, რომ საქართველო მსოფლიოსთვის თითით საჩვენებელი ყოფილიყო, როგორც კორუფციასთან მებრძოლი ქვეყანა. მან შეძლო და აღმოფხვრა კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში, მან შეძლო და დაფასდა ახალგაზრდების უნარები, მან შეძლო რომ შეექმნა ასიათასობით სამუშაო ადგილები, მან შეძლო, რომ 2003 წლის შემდეგ შინ დაბრუნებული მიგრანტების წარმოუდგენლად დიდი ტალღა შეექმნა, რომლებიც მან სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში ჩართო. მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ შეემსუბუქებინა ყოველდღიური ყოფა. მისი დამსახურებაა, რომ ყოველგვარი ბიუროკრატიის, წვალების გარეშე, ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ იუსტიციის სახლში და მივიღოთ მომსახურება. თქვენ ხედავთ აშენებულ ხიდებს, ხედავთ რეაბილიტირებულ შენობებს, ქუჩებს, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის შექმნილია.

დღეს ჩვენ გვიწევს არჩევანის გაკეთება, ვირჩევთ მშენებლობას თუ ვირჩევთ ნგრევას, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ ერთხმად ავირჩევთ და ვიტყვით "კი ევროპას!", რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვირჩევთ 14 მილიარდიან დახმარებას, ევროპულ კეთილდღეობას, და პირველ რიგში, ჩვენი შვილების მომავალ კეთილდღეობას. და ჩვენ შევძლებთ რომ ჩვენი ქალაქი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ვაქციოთ ევროპის დედაქალაქად. ეს მწვანე ქალაქი იქცა ბეტონის ჯუნგლებად, რათა რაც შეიძლება მეტად გაისქელონ ჯიბეები "ოცნების" ჩინოვნიკებმა, ვხედავთ ვაკის პარკს, კუს ტბას, რომელი ერთი ჩამოვთვალო, კუს ტბაზე წარმოუდგენელი რამ ხდება - გადამხმარია ხეები და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე მოქმედებს, სწორედ ამიტომ უნდა ავირჩიოთ ჩვენ ევროპა და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი საქართველოში. ვიწყებთ თბილისის კამპანიას, ხვალიდან უფრო აქტიურად და გპირდებით, მივალთ ყველა ოჯახში, რომ თბილისელებს არ დავტოვებთ ბიძინა ივანიშვილის ბინძური პროპაგანდის ამარა და მიხეილ სააკაშვილთან, იმ ადამიანთან ერთად, ვინც საქართველოში პირველმა ააფრიალა ევროკავშირის დროშა, დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა