ლაშა ბაქრაძე - ვხედავ ენერგიას და მზადყოფნას ქვეყანაში იმისათვის, რომ მოხდეს დიდი გარდატეხა და გავიდეთ ევროპულ ასპარეზზე, ვიაროთ დასავლური ცივილიზაციისკენ - არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში გვჭირდება ეს ენერგია, რომ გავიმარჯვოთ

მე ვხედავ ენერგიას და მზადყოფნას ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მოხდეს დიდი გარდატეხა და რომ ჩვენ გავიდეთ ევროპულ ასპარეზზე, ვიაროთ დასავლური ცივილიზაციისკენ; არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში ჩვენ გვჭირდება ეს ენერგია, რომ გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ თბილისის კამპანიის გახსნაზე განაცხადა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის კამპანიის ღონისძიების - “კი ევროპას” გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოს გამარჯვებები სჭირდება, რათა სწრაფი ნაბიჯებით იაროს ევროპისკენ და დასავლური ცივილიზაციისკენ:

„გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას ფეხბურთში, რადგან საქართველოს ჭირდება გამარჯვებები და არა ის უძრაობა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. საქართველოს სჭირდება დიდი ნაბიჯებით წინსვლა, ჩვენ კი ვდგავართ ერთ ადგილას და არაფერი თითქოსდა არ მიდის წინ. ძალიან ხშირად, ამ ბოლო დროს, მეკითხებიან ხოლმე, რომ ქვეყანაში არის ამდენი სოციალური პრობლემა და რატომ ვლაპარაკობთ ამდენს ევროპაზე. სწორედ იმიტომ, რომ ევროპა არის სოციალური სამართლიანობა, დემოკრატია, კეთილდღეობა ყველასათვის, სამართლიანი სასამართლო. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ვიყოთ მსოფლიოს ამ ყველაზე პროგრესული ოჯახის ნაწილი.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან არის ასეთი ფრაზა, რომ დავითი პატარა საქართველოდან რომ არ ყოფილიყო, ალექსანდრე მაკედონელზე ნაკლები არ იქნებოდაო. ჩვენ გვჭირდება სასიცოცხლო სივრცე იმისთვის, რომ ქართულ ნიჭს მიეცეს გასაქანი, და ეს იქნება დემოკრატიული სივრცე და არა ისეთი, როგორიც იყო რუსეთისა თუ ოსმალეთის, სპარსეთის იმპერიების სივრცეები, რათა ქართულმა ენერგიამ აჩვენოს ის, თუ რა შეუძლია მას - აი, ამისთვისაც გვინდა ჩვენ ევროპა. და მე ვხედავ ენერგიას და მზადყოფნას ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მოხდეს დიდი გარდატეხა და რომ ჩვენ გავიდეთ ევროპულ ასპარეზზე, ვიაროთ დასავლური ცივილიზაციისკენ. აი, ეს ენერგია გვჭირდება დღეს ჩვენ, არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, რომ გავიმარჯვოთ და გავიმარჯვოთ არა ისე, როგორც „ქართულ ოცნებას“ უნდა მხოლოდ თავისი შვილებისთვის და თავიანთი თავისთვის კეთილდღეობა, არამედ ისე, რომ ყველა მოქალაქეს თანასწორი უფლება ჰქონდეს და ჩვენ ვიბრძვით არამხოლოდ ჩვენი, არამედ მათი შვილებისთვისაც და ამ ერთიანობით ჩვენ შევძლებთ ძალიან ჩქარ და დიდ წინსვლას მეტი თავისუფლებისა და მეტი კეთილდღეობისაკენ. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და, რაც მთავარია, ერთიან, განუყოფელ საქართველოს", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ კოალიციის თბილისის კამპანიის გახსნის დროს, სიტყვით გამოსვლისას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის