ბექა დავითულიანი - საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავთ 2%-იანი მხარდაჭერის მქონე „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული - მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ - სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე

აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული.

მისი თქმით, ეკა გიგაური სენატში დასმულ კითხვებზე იმ პასუხს გასცემს, ამერიკაში კონკრეტულ სამსახურებს რომ უნდა მოისმინოს.

„აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი. ეკა გიგაური კი იმას უპასუხებს, რაც იმ ქვეყანაში კონკრეტულ სამსახურებს უნდა, რომ მოისმინოს.

ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, რაზეც არაერთხელ გვილაპარაკია. ჩვენ გვაქვს ერთგვარი დაძაბულობა ურთიერთობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არ თანხმდებოდა და ჯერ კიდევ არ თანხმდება რაღაცებს, რასაც ამერიკა ითხოვდა”, - განაცხადა დავითულიანმა.

დავითულიანის თქმით, ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს.

„ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მთლიან შეერთებულ შტატებს ამას ვერ დავაბრალებ, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს და არა ჩვენსაზე. ამას ძალიან ბევრი ჯგუფი ლობირებს თავის ქვეყნებში”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ეკა გიგაურის, როგორც მომხსენებლის იქ ყოფნა პრობლემას, დავითულიანმა განმარტა, რომ “მისთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ როცა ვიღაც საქართველოს სახელით ლაპარაკობს, იმ ვიღაცას საქართველოში ვინმე რამედ უნდა აგდებდეს.”

„იმ „ენჯეო” სექტორს, რომელსაც ეკა გიგაური წარმოადგენს, 2%-იანი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავს 2%-იანი მხარდაჭერის მქონე სექტორის წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული. მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ - სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე”, - აღნიშნა დავითულიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა