ცესკოს თავმჯდომარე - მივმართავ არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, ნუ გავავრცელებთ არასწორ, გადაუმოწმებელ და უსაფუძვლო ინფორმაციებს - დეზინფორმაცია წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს

მივმართავ არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, მედიასაშუალებას, ადგილობრივ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გავავრცელებთ არასწორ, გადაუმოწმებელ და უსაფუძვლო ინფორმაციებს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, დეზინფორმაციის გავრცელება წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს.

„თანამშრომლები ისევე, როგორც ნებისმიერ დონეზე კომისიის წევრები შევაფასოთ მათი საქმიანობით, მათი ქმედებებით და არა გამოგონილი, მანიპულაციურად შექმნილი მოცემულობებით, რომელიც, რა თქმა უნდა, აზიანებს არა მხოლოდ ინსტიტუციას და მის რეპუტაციას, არამედ ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს", -განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ დაფიქსირდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობა, საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის და ასევე, აცნობებენ საერთაშორისო პარტნიორებს.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების კანონიერი ინტერესები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს