ხატია დეკანოიძე - ის 14 მილიარდი, რომელზეც ვსაუბრობთ და რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის შემდეგ წამოვა, მიმართული იქნება ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივის ასაშენებლად

ის 14 მილიარდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის შემდეგ წამოვა საქართველოში, რა საკვირველია, მიმართული იქნება ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივის ასაშენებლად, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართულ ბრიფინგზე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ღირსეული შესაძლებლობები.

"რატომ ვართ ჩვენ დღეს აქ და რატომ ვართ ამ ქვეყანაზე შეყვარებულ ახალგაზრდებთან: მე ვარ თვითონ ის ადამიანი, რომელიც ასწავლის თსუ-ში და ვიცი, რომ სულ მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი. სტუდენტების ოჯახებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადაიხადონ ის დიდი ფასი, რომელიც თბილისში ბინის ქირა ღირს. ამიტომ ის 14 მილიარდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის შემდეგ წამოვა საქართველოში, რა საკვირველია, მიმართული იქნება ამ ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივის ასაშენებლად. მე მახსოვს და ალბათ, ყველას ის დრო, როცა ახალგაზრდების მშობლებს ამ უნივერსიტეტში მოსახვედრად უნდა გადაეხადათ უამრავი ფული, რათა კორუფციითა და ნეპოტიზმით მოხვედრილიყვნენ უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენ შევძელით, მიხეილ სააკაშვილის სწორი გადაწყვეტილებით, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ათასობით სტუდენტისთვის მიგვენიჭებინა ის შესაძლებლობა, რომელიც იყო აუცილებელი.

სწორედ ამიტომ, საქართველოს კარიბჭე ევროკავშირში, ეს იქნება კარიბჭე, ფანჯარა, შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ ყველანაირად ღირსეული პირობები, ამიტომ, როცა 14 მილიარდიან დახმარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სწორედ ეს, საცხოვრებელი პირობების პრობლემები უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.

მე მახსოვს, როგორ ტრაბახობდა "ქართული ოცნება" პარლამენტში, რომ ახალგაზრდებს ექნებოდათ ღირსეული პირობები, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს ვერ მოგვარდა. ჩემი სტუდენტები მიყვებიან, რომ მათ არ აქვთ საშუალება, ჰქონდეთ ღირსეული პირობები ახალი სასწავლო წლის გახსნისთვის, არადა, იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში, რეგიონებიდან 30 ათასზე მეტი სტუდენტი ჩამოვა დედაქალაქში.

დიახ, თბილისი არის ევროპის დედაქალაქი, თბილისი და მთლიანად, საქართველო, უნდა იყოს განათლების დედაქალაქი და რაც მთავარია, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მე კარგად ვიცნობ და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ღირსეული შესაძლებლობები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია