ხატია დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები - როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისთვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ წარსულის პარტიაა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში უნდა დამარცხდეს.

ბიძინა ივანიშვილი არის საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ფიქრობს, რომ ის ამით მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისთვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია. ამიტომ ჩემთვის პირადად და საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიაში- „ქართული ოცნება“ არის წარსულის პარტია, „ქართული ოცნება“ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში ჩარჩენილი პარტია. შესაბამისად, თუ მას სჭირდება უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიები, იმიტომ, რომ ის ფიქრობს, რომ ამან შეიძლება გადაარჩინოს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ დავამარცხოთ წარსულის პარტია, „ქართული ოცნება“, რომელსაც უნდა, რომ საქართველო იზოლაციაში დატოვოს ჩვენს მტერთან პირისპირ მარტო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს.“- განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება