ნინო გულეიშვილი - ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც სემეკმა დაიწყო, ელექტროენერგიის ქსელი შემოწმდება, თუ გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორდა, კომპანიებს შესაძლოა სანქციები დაეკისროთ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის განცხადებით, ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში, კომპანიის მფლობელობაში არსებულ ელექტროენერგიის ქსელს კომისიის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს და დადებს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება იგი სტანდარტებს.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული ჯგუფი აღმოაჩენს რაიმე ხარვეზს, კომპანიას გარკვეული ვადა ხარვეზის გამოსწორებისთვის მიეცემა და თუ დადგენილ ვადაში, მათ მიერ ხარვეზი არ გამოსწორდება, ისინი სანქციების ბერკეტს გამოიყენებენ.

„ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ინიციატივა, რომელიც სემეკმა დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც ჩვენი სამსახური მიესალმება. რაც გულისხმობს, კომისიის შესაბამისი ჯგუფის მიერ კომპანიის მფლობელობაში არსებული ქსელის შემოწმებას, აუდიტის ჩატარებას - რამდენად შესაბამისობაში არის ქსელი იმ სტანდარტებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია დადგენილი. ასევე, ქსელი რამდენად ხარისხიანად მუშაობს ან რამდენად უზრუნველყოფს ის მომხმარებელთა მიწოდებას ხარისხიანად და სტანდარტულად. შესაბამისად, კომპანიის მფლობელობაში არსებულ ქსელს კომისიის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს და დადებს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება იგი სტანდარტებს. თუ აღნიშნული ჯგუფი აღმოაჩენს რაიმე ხარვეზს, ეს ხარვეზი დაიდება და მათ მიეცემათ ვადა იმისთვის, რომ აღნიშნული ხარვეზის შესწორება-გამოსწორება განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში მათ მიერ ხარვეზი არ გამოსწორდება, კომისიას კიდევ აქვს ბერკეტი, რომ კომპანიების წინააღმდეგ სანქცირების მეთოდი გამოიყენოს“, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

გულეიშვილის განმარტებით, სხვადასხვა რეგიონებში ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული ქსელები მოძველებულია, ასევე, არსებული ქვესადგურები განახლებას საჭიროებენ.

„ჩვენთან შემოსული საჩივრების, განცხადებების და პრეტენზიებიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ მომხმარებლებს ძალიან ბევრი პრობლემა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით ექმნებოდათ. ადგილი ჰქონდა არასტაბილურ მიწოდებას, რაც გამოიხატებოდა - ძაბვის ხშირი ცვალებადობით, არასტაბილური მიწოდებით, უხარისხო ელექტროენერგიით. აღნიშნული კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანებას იწვევდა და ამასთან, მომხმარებლებს სხვა ტიპის პრობლემაც ექმნებოდათ, როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. განსაკუთრებით, ეს პრობლემები რეგიონებში გამოიკვეთა, სადაც მომართვიანობა გახშირდა, გაიზარდა. ჩვენ სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ვიზიტი განვახორციელეთ და დავრწმუნდით, რომ პრობლემა რამდენიმე მიმართულებით იყო - პირველი, მოძველებული ინფრასტრუქტურა, რაც გამოიხატება იმაში, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული ქსელები დაზიანებულია, არ შეესაბამება სტანდარტებს, ბოძები არის გადახრილი ან მათზე არსებული ხაზები ჩამოყრილია. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ძაბვის ხშირ წყვეტას. მეორე პრობლემა კი არსებულ ქვესადგურებს ეხება, რომლებიც ამა თუ იმ სოფელს ან უბანს ემსახურება - მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ არსებული სიმძლავრე მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, აღნიშნული ქვესადგურები სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებენ“, - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.

გარდა ამისა, გულეიშვილის თქმით, ელექტროენერგიის მომხმარებლებს შემდეგი პრობლემები აწუხებთ - ძაბვის ცვალებადობა, ხშირი წყვეტა (რომელიც შეიძლება რამდენიმე საათიანი იყოს), დაბალი ძაბვა და ძაბვის ცვალებადობა.

„პრობლემა თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს, თუმცა კახეთს მაინც გამოვყოფდი. კახეთში საკმაოდ მოძველებული ინფრასტრუქტურაა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში კახეთში ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ახორციელებდა, რომელიც წლების განმავლობაში გაკოტრების რეჟიმში იყო. შესაბამისად, მათი მხრიდან რაიმე ტიპის ინვესტიციის ჩადება, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ან განახლების კუთხით არ განხორციელებულა. ამასთან, კახეთის რეგიონში განვითარდა და ძალიან ბევრი ტიპის ბიზნესის სექტორმა ფუნქციონირება დაიწყო, ამიტომაც მოხმარებაც გაიზარდა“, - აღნიშნა მან მედიაცენტრ „მთავარში“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი