რომან გოცირიძე გამოდის ინიციტივით, ანაკლიის ნავსადგურზე, გარკვეული დროით, წილების 50%-ზე მეტის ფლობა მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლოს, რუსეთთან დაკავშირებულ სუბიეტებს კი, ანაკლიის პორტში წილის ფლობა აეკრძალოთ

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე გამოდის ინიციტივით, რომლის მიხედვით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე, გარკვეული დროით, წილების 50%-ზე მეტის ფლობა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შეეძლება, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ სუბიეტებს კი, ანაკლიის პორტში წილის ფლობა აეკრძალებათ.

გოცირიძის მიერ მომზადებული კანონის პროექტის გათვალისწინებით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლამდე, ნავსადგურის წილის 50%-ზე მეტის ფლობელი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო იქნება. ამავე პროექტით, რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი ფიზიკური, იურიდიული პირი და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ასევე ნებისმიერი ქვეყნის ფიზიკური, იურიდიული პირი და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ფედერაციასთან არის დაკავშირებული, ნავსადგურის წილის მფლობელი ვერ გახდება.

გოცირიძის განცხადებით, მაშინ როდესაც ქვეყნის კონსტიტუცია უმაღლეს ორგანოებს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ნაბიჯების გადადგმას ავალდებულებს, სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე გავლენის ქონა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უქმნის საფრთხეს.

“რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებებისა და პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების ფონზე, მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანაში რუსული გავლენების გაზრდის საფრთხეს აჩენს.

კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო შეზღუდვის შემოღება იმისთვის, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში წილობრივი მონაწილეობა ვერ შეძლონ რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა, იურიდიულ პირებმა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულმა სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნებმა. გარდა ამისა, ინიციატივის მიზანია ანაკლიის ნავსადგურზე საქართველოს სახელმწიფოს წილობრივი უპირატესობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა განსაზღვრული დროით - აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლამდე“, - განმარტავს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება