ნოდარ მელაძე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენს „შაბათის ეთერის“ გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენს „შაბათის ეთერის“ გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება,- ამის შესახებ „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორმა ნოდარ მელაძემ განაცხადა.

როგორც ნოდარ მელაძე აღნიშნავს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალი დასდო „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, ცესკოს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში.

„ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება. იცით რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო?

საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები, რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ გადახედავს მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას.

ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? - აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ, რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ „ქართული ოცნების“ მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ? ჩვენ აღგვიქვამთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს რეალურად მუქარად, რადგან დიდია რისკი, რომ ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, ამავე პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად. რაც მანამდე არა ერთხელ გაუკეთებიათ მაღალი თანამდებობის პირებს. მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, უპასუხოს კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს“,-აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მედიასაშუალების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავების მიზანი გაუგებარია. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების თუ ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში