ლევან  მაჭავარიანი - როცა სენატში პოლიტიკურად ანგაჟირებული კი არა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პიროვნება და რადიკალური „ენჯეოს” წარმომადგენელია მიპატიჟებული, მის მოხსენებას ჩვენი საზოგადოებისთვის რა ფასი უნდა ჰქონდეს?

როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული კი არა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პიროვნება და რადიკალური „ენჯეოს” წარმომადგენელია მიპატიჟებული, მის მოხსენებას ჩვენი საზოგადოებისთვის რა ფასი უნდა ჰქონდეს? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული.

მისი თქმით, ასეთი ტიპის განხილვებზე მიუკერძოებელი ადამიანი უნდა იყოს მიპატიჟებული.

„აქ მიწვეულია ქალბატონი კაპიტანი გიგაური, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძალოვან სტრუქტურებში უმაღლეს თანამდებობას იკავებდა. იქ რაიმე ტიპის ობიექტურობაზე საუბარი ცოტა ზედმეტია. პრობლემა ის არის, რომ თუ ასეთი ტიპის განხილვებია, რა თქმა უნდა, მიუკერძოებელი ადამიანი უნდა იყოს მიპატიჟებული. მიწვეული უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული - არც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და არც კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი. ამ შემთხვევაშია ეს ყველაფერი ობიექტური. მაგ შემთხვევაში ჩვენი მოსახლეობისთვის, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებებს მოუსმენს, უფრო დამაჯერებელი იქნება. მაგრამ როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული კი არა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პიროვნება და რადიკალური “ენჯეოს” წარმომადგენელია მიპატიჟებული, მის მოხსენებას ჩვენი საზოგადოებისთვის რა ფასი უნდა ჰქონდეს?“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება