ირაკლი ნადირაძე - ჩვენი დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - საარჩევნო კამპანიის დროს ადამიანებს არ ვესაუბროთ ფასების ზრდაზე, უმუშევრობასა და ემიგრაციაზე - ახლა მოსამართლე გასულია, რათა „ოცნებისგან“ მორიგი დავალება მიიღოს

ჩვენი დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - საარჩევნო კამპანიის დროს ადამიანებს არ ვესაუბროთ ფასების ზრდაზე, უმუშევრობასა და ემიგრაციაზე. ახლა მოსამართლე გასულია შესვენებაზე, რათა მორიგი დავალება მიიღოს “ოცნებისგან“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დღევანდელმა ე.წ. სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი დაკავება უკანონო იყო.

„პროცესზე მოიყვანეს მხოლოდ ოთხი პოლიციელი, რომელთაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. გვითხრეს, რომ თურმე აატარებდნენ სპეცოპერაციას და სპეცოპერაციის დროს ნაწილი ამბობდა, რომ კამერა არ მუშაობდა და გაფუჭებული იყო, ნაწილი ამბობდა, რომ არ აწარმოებდნენ გადაღებას. ამბობდნენ, რომ 50-მდე ადამიანი უშლიდა ხელს, მაგრამ დაადასტურეს, რომ მაინც და მაინც ამდენი ადამიანიდან აგვარჩიეს ჩვენ - გლდანის საარჩევნოს ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ეძგვერაძე და სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ნადირაძე. ეს არის ერთი დიდი მასკარადი. მოსამართლე გავიდა შესვენებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მორიგი ინსტრუქცია მიიღოს “ქართული ოცნებისგან” თუ რა სასჯელი უნდა მოგვცეს დღევანდელ სხდომაზე.პოლიციელები იყვნენ, თუმცა ფორმა არვის არ ეცვა და ამით ცდილობენ გაამართლონ ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს ირაკლი ეძგვერაძის და ჩემს წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" იურისტის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პროცესზე ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უშლიდა ხელს.

„ყველამ კარგად დაინახა, რომ ირაკლი ნადირაძე მხოლოდ იმიტომ არ დააკავეს, რომ რაიმე სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა. პროცესზე ერთ-ერთი პოლიციელი გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უშლიდა, მაგალითად, რაღაც ღონისძიებას ხელს, რატომ დააკავეს მაინცდამაინც ირაკლი ეძგვერაძე ან ირაკლი ნადირაძე? ეს ყველაფერი არის შეფასებითი. სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, პოლიციელთა ჩვენების გარდა“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით 4 სექტემბერს დააკავა. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ნადირაძე იმავე ღამეს გაათავისუფლეს. 6 სექტემბერს კი თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა