ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ ქართული სასამართლო სისტემის მაკრიტიკებელია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევაში არ მონაწილეობდა

სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ ქართული სასამართლო სისტემის მაკრიტიკებელია, არ მონაწილეობდა ამ პროცესში, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩარეულიყვნენ პროცესში, და დაესვათ ყველა ის შეკითხვა, რომელსაც კამერების წინ აჟღერებენ ხოლმე.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარლამენტში მყოფ დეპუტატს აქვს შესაძლებლობა, რომ დასვან შეკითხვები და გაესაუბრონ შესაბამის კანდიდატს. სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ ქართული სასამართლო სისტემის მაკრიტიკებელია, არ მონაწილეობდა ამ პროცესში. მათ ჰქონდათ სრული შესაძლებლობა, ჩარეულიყვნენ პროცესში და დაესვათ ყველა ის შეკითხვა, რომელსაც კამერების წინ აჟღერებენ ხოლმე. თუმცა ამას არ აკეთებენ ისინი შინაარსობრივი საკითხების განხილვის დროს, ვინაიდან იციან, რომ მათ მხარეს არგუმენტები არ არის“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!