შალვა პაპუაშვილი - შემაშფოთებელია განცხადებები, რომ შეიძლება, საქართველოში არჩევნები არ იყოს სამართლიანი - ეს ცრუ ნარატივის ნაწილია

შემაშფოთებელია განცხადებები, რომ შეიძლება, საქართველოში არჩევნები არ იყოს სამართლიანი - ეს ცრუ ნარატივის ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არჩევნები ზუსტად ისეთივე სამართლიანი და თავისუფალი იქნება, როგორც 2012 წლიდან დღემდე ყოფილა.

„შემაშფოთებელია ასეთი განცხადებები, რომ შეიძლება არსებობდეს ეჭვი, საქართველოში არჩევნები არ იყოს სამართლიანი. არ ვიცი ეს ეჭვი საიდან მოდის და სამწუხაროა, რომ ესეც ცრუ ნარატივის ნაწილი არის,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ტრაექტორიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დიახ, ჩვენ არ მივდივართ იმ ტრაექტორიით, რომელზეც ზოგიერთ უცხოელს ჰქონდა მოლოდინი, რომ უნდა წავსულიყავით“.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ომის ნაცვლად, მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორიას ირჩევს.

„რაც შეეხება კურსს და ტრაექტორიას - არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის არ გვაქვს მოსაწონი ტრაექტორია. ამაზე შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც. ტრაექტორია არის გზა მიზნისკენ. როგორც ჩანს, ჩვენს მიზანში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჩვენი მიზანი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ როგორც ჩანს, აქვთ პრეტენზიები ტრაექტორიასთან, თუ როგორ მივდივართ ამ გზაზე. ნამდვილად. ჩვენ არ მივდივართ იმ ტრაექტორიით, რომელზეც ზოგიერთს ჰქონდა მოლოდინი, რომ უნდა წავსულიყავით. ზოგიერთმა გვითხრა, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა გადის რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. ამას ოფიციალურადაც გვეუბნებოდნენ, მათ შორის, ზოგიერთ ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი ამბობდა, რომ სანქციები უნდა დავუწესოთ [რუსეთს], ანუ ესკალაციაზე უნდა წავიდეთ რუსეთთან, რაც რეალურად ნიშნავდა ომის საფრთხეს და რისკს. ანუ, ეს იქნებოდა ტრაექტორია ევროკავშირისკენ ომის გავლით. ჩვენ ამ ტრაექტორიაზე უარი ვთქვით. ზოგიერთი უცხოელი ამ ტრაექტორიის ნაწილად მოიაზრებდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ამ ტრაექტორიაზეც უარი ვთქვით. ზოგიერთი მოიაზრებდა ასევე იმას, რომ თვალი დაგვეხუჭა, რომ უცხოური დაფინანსებით აქ ძალადობის კამპანიები და დეზინფორმაცია ვრცელდება. ამაზეც უარი ვთქვით. ამიტომ ჩვენ იმ ტრაექტორიაში არ ვზივართ, რომელიც შეიძლება ზოგიერთს ჰქონდა მოლოდინი, რომ წავიდოდით. ჩვენი ტრაექტორია ევროკავშირისკენ არის მშვიდობით და კეთილდღეობით. ამიტომ ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში არა ომი, რაც ჩვენ გვექნებოდა ზოგიერთი უცხოელის რჩევა რომ გაგვეთვალისწინებინა, არამედ მშვიდობა. დიახ, ჩვენ ვერ ვთანხმდებით ტრაექტორიაში, ჩვენ გვაქვს მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს