შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შოთა ბერეკაშვილი საკუთარი გამოცდილების დამსახურებით მოხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შოთა ბერეკაშვილი საკუთარი გამოცდილების დამსახურებით მოხვდა და არა იმ გარემოებით, რომ დეპუტატ ბაია კვიციანის სიძეა.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოთა ბერეკაშვილს აქვს რუსეთის მოქალაქეობა, მცდარია, რადგან ის არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, საქართველოს პატრიოტი.

„მგონი ბერეკაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს იმისთვის, რომ ეს საკითხი არ დავიყვანოთ იმაზე, რომ ბაია კვიციანის სიძეა. ამიტომ სწორედ მისი გამოცდილების დამსახურებითაა ის ჩვენს საარჩევნო სიაში. ის არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს პატრიოტი.

აგერ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ზის ციხეში და მას წარმოგვიდგენთ... [უკრაინა] სხვა ქვეყანაა! პატრიოტიზმი რა გგონიათ? გგონიათ, რომ აშშ-ის პატრიოტი თუ იქნებით, ამით საქართველოს პატრიოტი იქნებით?! საქართველოს პატრიოტობა, საქართველოს პატრიოტობაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება