გიგი წერეთელი - ჩვენი პარტნიორები აკვირდებიან, თუ რა მოხდება საქართველოში - არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი

სხვა გზა გარდა დემოკრატიული წინსვლისა და კონსოლიდაციის, საქართველოში არ არსებობს, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ცივილიზებული მსოფლიოსგან დისტანცირებული ვიყოთ, - ასე ეხმაურება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას.

მისივე თქმით, მოსალოდნელი სანქციები საქართველოს სრულ იზოლაციას გამოიწვევს, რაც სიღარიბეს კიდევ უფრო გაზრდის.

„ჩვენი პარტნიორები აშშ-ში და ევროპაშიც აკვირდებიან, რა მოხდება საქართველოში და არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. დღეს რაც ისმის, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ნებისმიერი დემოკრატიული ჩარჩოსთვის და ფორმატისთვის, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას უნდა ანგარიში გაუსწოროს ხელისუფლებამ და არასამთავრობო სექტორს და რუსული კანონის იმპლემენტაციით, ეს საქმე უკვე დაწყებულია. ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს განცხადებები საქართველოს მეგობრებისა და მხარდამჭერების მხრიდან, იმიტომ, რომ სხვა გზა გარდა დემოკრატიული წინსვლისა და კონსოლიდაციის, საქართველოში არ არსებობს, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ დისტანცირებული ცივილიზებული მსოფლიოსგან, რა თქმა უნდა, სანქციებიც იქნება და სამწუხაროდ, ქვეყანა აღმოჩნდება იზოლაციაში, სიღარიბით და განვითარების ტემპების დაგდებით“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია...ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები“, - აღნიშნა მან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია