თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება 4 სექტემბერს, თბილისში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც პოლიციამ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე დააკავა.

როგორც ნადირაძე აცხადებს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

„სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი საერთო არ ჰქონდა სამართალდარღვევასთან. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებსაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და ამბობენ, რომ იყო სპეცოპერაცია, მაგრამ ამბობდნენ, რომ კამერით არ იღებდნენ, რადგან გაფუჭებული იყოო. მთავარი, რატომაც ეს ყველაფერი კეთდება არის ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი შეგვეშალოს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომ არ ვილაპარაკოთ უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, გაზრდილ ფასებზე. იმაზე, რომ ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ძლიერ ქართულ ოჯახს. ამ ყველაფერზე ლაპარაკის ნაცვლად დაგვატარებენ სასამართლოებში, ზოგს ჯარიმებს გვიწესებენ, ზოგს აპატიმრებენ, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს მარაზმი უნდა დავასრულოთ, ქვეყანა უნდა წავიყვანოთ სწრაფი სვლით ევროპისკენ, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პროკურატურა, პოლიცია, ნორმალური ჯანდაცვა, ნორმალური განათლება და ყველა ის სიკეთე, რაც არის ევროპაში.

ივანიშვილმა იცის, რომ ამ არჩევნებს აგებს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქმედებები. მურუსიძე-ჩინჩალაძის სანქცირებული სასამართლოდან არანაირი მოლოდინი არ გვქონდა. ხვალ არის ირაკლი ეძგვერაძის პროცესი და ალბათ, იქაც მსგავსი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ 26 ოქტომბრამდე მოვითმენთ. მთავარი არის ერთიანობა, მივიდეთ არჩევნებზე და საქართველო სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც არ არის ასეთი მარაზმი, სადაც ადამიანებს ექნებათ კეთილდღეობა, მაღალი შემოსავალი, მაღალი პენსიები, ევროპული ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის სიკეთე, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად მიდიან ქვეყნიდან.

მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო 100-მდე ადამიანი, იღებდა არაერთი კამერა, არცერთი მტკიცებულება არ წარმოადგინეს, არცერთი ნეიტრალური მოწმე არ დაკითხეს და დღეს იმ სამი პოლიციელიდან, რომელიც დაკითხეს, ერთს წამოსცდა, რომ იქ მხოლოდ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე კი არ ვუშლიდით ხელს, არამედ თურმე დანარჩენი ადამიანებიც უშლიდნენ ხელს და მაშინ მხოლოდ ჩვენ ორნი რატომ დაგვიჭირეს? მოსამართლე მიხვდა, რომ ეს წამოცდენა ჰქონდა შსს-ს ცრუ მოწმეს და იძულებული გახდა ჩარეულიყო და ეს კითხვა აერიდებინა პოლიციელისათვის,” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის