შალვა პაპუაშვილი - მათი იდეოლოგიაა ლგბტ პროპაგანდის წახალისება საქართველოში, როცა მათ წახალისება უნდათ, ამის შემაკავებელ კანონს მხარს ვერ დაუჭერენ, ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართული საზოგადოებისგან ამაზეც მიიღებენ პასუხს

ყველას იდეოლოგია არის ლგბტ პროპაგანდის წახალისება საქართველოში. რა თქმა უნდა, როდესაც მათ წახალისება უნდათ, ამის შემაკავებელ კანონს მხარს ვერ დაუჭერენ. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართული საზოგადოებისგან ამაზეც მიიღებენ პასუხს, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ინიციატივა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება და რა თქმა უნდა, ოპოზიცია მათ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან ისინი არიან ამ იდეოლოგიის გამავრცელებლები და მხარდამჭერები საქართველოში.

„ისინი ამბობენ, რომ სკოლებში, ბაღებში არასრულწლოვანებთან უნდა მიდიოდეს პროპაგანდა ლგბტ საკითხებზე; ისინი ამბობენ, რომ უნდა იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება დასაშვები; ისინი ამბობენ, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს უნდა შეეძლოთ ბავშვების შვილად აყვანა. ეს მათი იდეოლოგიაა. „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, სხვები, ვინც არიან, ყველას იდეოლოგია არის ლგბტ პროპაგანდის წახალისება საქართველოში. რა თქმა უნდა, როდესაც მათ წახალისება უნდათ, ამის შემაკავებელ კანონს მხარს ვერ დაუჭერენ. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართული საზოგადოებისგან ამაზეც მიიღებენ პასუხს. პასუხს იმაზე, რატომ უნდა იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა? რატომ უნდა იყოს დაშვებული შვილად აყვანა? რატომ უნდა იყოს დაშვებული სკოლებსა თუ ბაღებში, ერთ-ერთ უცხოური ორგანიზაციიდან წერილშიც იყო აღნიშნული, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და დაშვებული უნდა იყოს ლგბტ თემების გაშლა ბავშვებთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება