ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ იმართება

12-13 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონფერენციას - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ მასპინძლობს. ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, KIU-ში კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თეა იმედაძემ.

„კონფერენციაში უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები, გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, მათ შორის: იულიხის კვლევითი ცენტრის, დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, GSI დარმშდატის მძიმე იონების კვლევის ცენტრის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ეწყობა.

ორი დღის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა: ნეირომეცნიერება, კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პროტონული თერაპია, რადიოლოგია და ბიოსამედიცინო იმიჯინგი.

2024 წლის კონფერენცია „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ საქართველოში ხუთი დღის განმავლობაში ტარდება. მე-9 ქართულ-გერმანულ სკოლასა და სემინარს ფუნდამენტურ მეცნიერებაში (GGSWBS) იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრი (FZJ) მართავს ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (KIU, აგრუნი, ილიაუნი, სტუ და თსუ), მჭიდრო კოორდინაციით დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის (HZDR) და დარმშტადტის ჰელპმოლცის ცენტრებთან ერთად (GSI). მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საჯარო ლექციებს ატარებენ ნეირომეცნიერების, სიმსივნის მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით.

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB) დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: 1. განათლება (საგანმანათლებლო პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის ტარდება სხვადასხვა სტაჟირების პროგრამების სახით იულიხში და ბლოკ-ლექციების სახით საქართველოში); 2. კვლევა (ქართველი სტუდენტები თავიანთ ქართველ ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების მრავალფეროვან საერთო კვლევებში); 3. ცოდნის ტრანსფერი (ახალგაზრდა, კარგად მომზადებული ქართველი მეცნიერების რეინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტების სტრუქტურებში ე.წ. SMART|Lab-ების შექმნით). გერმანია და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ შესაძლებლობას - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით) შეიქმნა ორი SMART|ლაბორატორია - ბირთვული ფიზიკის (SMART|EDM_Lab) და ატმოსფერული ქიმიის & მოდელირების (SMART|AtmoSim_Lab); იულიხმა ლაბორატორიებს მიაწოდა სამეცნიერო აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი