პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ბლოკავს 14 მილიარდს და ამას ჩვენ მოვუტანთ ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცესის დაწყებისთანავე

ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია ადასტურებს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ არ უნდათ, რომ 14 მილიარდი საქართველომ და მისმა მოქალაქემ მიიღოს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აღნიშნული დაფინანსების სათანადოდ გამოყენების უნარი და კომპეტენცია არ გააჩნია, რაც 26 ოქტომბრის შემდეგ შეიცვლება.

„ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია ადასტურებს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ არ უნდათ, რომ 14 მილიარდი საქართველომ და მისმა მოქალაქემ მიიღოს.

ასევე, არც კომპეტენცია და უნარი არ გააჩნიათ, ამ 14 მილიარდის სათანადოდ გამოყენების. პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი კოალიციის „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ 26 ოქტომბერს ოპოზიციის, ქართველი ხალხის გამარჯვებისთანავე, დიახ, ჩვენ გვექნება წვდომა იმ 14 მილიარდზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, დაბლოკილია საქართველოს მოქალაქეებისთვის „ქართული ოცნების“ ანტიქართული და ანტიეროვნული ქმედებების გამო („რუსული კანონის“ მიღება, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შეუსრულებლობა და სხვა.)

დიახ, 14 მილიარდით საქართველო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას მიაღწევს; დიახ, ქართული სოფელი მიიღებს 1 მილიარდიან ევროკავშირის სუბსიდიას სოფლის მეურნეობისთვის; დიახ, სტუდენტებისთვის აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებლები-კამპუსები; დიახ, შეიქმნება ათასობით ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.

„ქართული ოცნება“ ბლოკავს 14 მილიარდს და ამას ჩვენ ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცესის დაწყებისთანავე მოვუტანთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს 14 მილიარდს ბლოკავს, რომელიც საქართველომ ევროპული ფონდებიდან უნდა მიიღოს და ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში