პეტრე ცისკარიშვილი - მართლმსაჯულება ივანიშვილის „კლანს“ რომ არ ჰქონდეს მიტაცებული, სააკაშვილი უნდა ხვდებოდეს ხალხს და კამპანიაში სრულყოფილად უნდა იყოს ჩართული

ამ ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის „კლანს“ არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად მიშასი ეშინია ამ რეჟიმს , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს და ქვეყნის კურსს ევროპისკენ შემოატრიალებს.

„ამ ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის „კლანს“ არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად მიშასი ეშინია ამ რეჟიმს, იმიტომ, რომ იციან, მისი გარეთ ყოფნით, მისი რეფორმებით, რომელიც 8 წლის განმავლობაში გატარდა, იმ ხედვით, რომელიც მიშა სააკაშვილს აქვს საქართველოს მომავლისთვის, აქ იქნებოდა უკვე, ალბათ, ათასობით ადამიანი შეკრებილი, მათ შორის, ის ხალხი, ვისზეც დღეს „ქართული ოცნება“ თვლის, რომ მათი მხარდამჭერები არიან, ასეთი ადამიანიც ძალიან ბევრი იდგებოდა მიშას გვერდით. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ჰყავთ ჩაკეტილი, იზოლირებული, მაგრამ 26 ოქტომბერი იქნება ისტორიული დღე, როდესაც ქართველი ხალხი მასაც გაათავისუფლებს საქართველოსთან ერთად, შემოატრიალებს ჩვენს კურსს ევროპისკენ, რადგან არავის არ სურს იზოლაცია და სიღატაკე. ჩვენ ეს არჩევანი უკვე ისტორიულად გავაკეთეთ ევროპისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილი და გორის ორგანიზაციის წევრი ანო ბალიაშვილი დაესწრნენ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა