ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველთან პან გონგშენგთან ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველს, პან გონგშენგს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, უნდა გაძლიერდეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ძირითად სფეროებში, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისა და გონივრული ზედამხედველობის კუთხით.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად მუშაობს საქართველოში გადახდის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე, რაც მოიცავს მყისიერი გადახდის სისტემის (IPS) განვითარებას, რათა ის უფრო სწრაფი და ეფექტური გახდეს. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეს წაახალისებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. მისი თქმით, გადახდის სერვისებზე ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხო, ეფექტური, ხელმისაწვდომი და თავსებადი საერთაშორისო გადახდის ქსელის განვითარებისთვის.

მინისტრის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორობის ფორმალიზებას და სამომავლო თანამშრომლობის ყოვლისმომცველ ჩარჩოს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები რეგიონის ქვეყნებთან ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. საუბარი შეეხო დაფინანსების ალტერნატიული საშუალებების გაჩენას, მათ შორის იუანში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შესაძლებლობებს, ასევე სახელმწიფო ობლიგაცებზე წვდომას ქართული საფინანსო სექტორისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტებისთვის.

„ჩვენი სტრატეგიის მიზანია მხარი დავუჭიროთ ფინტექის განვითარებას შუა დერეფანში რეალური ეკონომიკის პოზიტიური ტენდენციების კაპიტალიზაციის გზით“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა