აშშ-ის, ევროკავშირის და ნატო-ს ასეთი აქტიური პოზიცია იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო რჩება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მთავარი ინტერესების სფეროში და ეს არის ძალიან კარგი , - ამის შესახებ მის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა აშშ-ის სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ საკუთარი პოზიციები გაამაგროს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თვალში, მაშინ სენატში მოსმენაზე აშშ-ში საქართველოს ელჩიც უნდა წარდგეს.
„ასეთი აქტიური პოზიცია აშშ-ის, ევროკავშირის და ნატო-ის იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო რჩება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მთავარი ინტერესების სფეროში და ეს არის ძალიან კარგი. შესაბამისად აქვთ იმედი, რომ საქართველო დაბრუნდება პროდასავლურ ტრაექტორიაზე. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ გადადის რუსეთის მიმართულებით და ამის დაბრუნების იმედი ჩვენს პარტნიორებს აქვთ. ზუსტად ამიტომ არის, რომ ასეთი ინტენსივობით ხდება საქართველოს თემის გაშუქება და განხილვები.
თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ საკუთარი პოზიციები გაამაგროს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თვალში, მაშინ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია, ჩვენ გვყავს საელჩო აშშ-ში და როდესაც განხილვაა ქვეყანასთან დაკავშირებული პრობლემატიკის, სენატში ან კონგრესში, ელჩ აუცილებლად იქ უნდა იყოს. იქ უნდა მიიტანოს ის არგუმენტები, რომლითაც უნდა გაამყაროს საკუთარი ქვეყნის პოზიცია. მე ვშიშობ, რომ არგუმენტების სისტემა არ გააჩნია „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, არც ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ვაშინგტონში.
ვაშინგტონი მარტო თეთრი სახლი, სენატი და კონგრესი არ არის, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი. ევროკავშირიც მარტო ბრიუსელი არ არის, ეს არის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. მას შემდეგ რაც ევროპამ გამოხატა დამოკიდებულება ბოლო ცვლილებების თაობაზე, მაინც გრძელდება რაღაც დაფინანსებები. მაგალითად თბილისი-წითელი ხიდის გზა, ასევე თბილისი წყალმომარაგების სისტემაა დაფინანსებული და ა.შ. ეს ყოველივე რომ შეწყდება, შემდეგ იქნება ძალიან რთული“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.