პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

პარლამენტში თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მათ სერტიფიკატები გადასცა.

„მოხარული ვარ, რომ ეს წამოწყება წარმატებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო და კერძო სექტორს ერთმანეთთან როგორც აზრთა გაცვლის, ასევე გამოცდილების გააზრების შესაძლებლობა ჰქონდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის შედეგები შეაჯამა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და „ეკონომიკური ფორუმი საქართველოს" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარეს პროექტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

აღნიშნული პროექტი პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო კურსის მიზანია, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება