კახა კალაძე სენატორის განცხადებაზე - ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები - ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია

ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მიმდინარე მოსმენაზე სენატორის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებულ კითხვას.

ამასთან, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლებს.

„მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საერთაშორისო მისიების ჩამოსვლა, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს. ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია. აბსოლუტურად მშვიდად, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააცნოს თავისი ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ცალკე თემაა რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს სათქმელი გარდა სიცრუისა.

რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, რომ ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, „თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი“. „მომავალ თვეში არჩევნებს დავაკვირდებით. თუ სიმართლეა ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, - მიმართა რიშმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, რომელიც სენატში თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებია“, მოხსენებით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოში შექმნილ „დრამატულ ვითარებაზე“. გიგაურის თქმით, „ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ!“.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს