კახა კალაძე - სამარცხვინოა, გიგაურს რომ მიიწვევ - წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში

თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს და წარმოუდგენელს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლის ფაქტს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ყოველივე ამას ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს პასუხს.

„სამარცხვინოა, გიგაურს რომ მიიწვევ იქ. წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ. ქართველმა ხალხმა შეაფასოს ეს ყველაფერი, მე არაფერს ვიტყვი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ვინ არიან კოლექტიური გიგაურები საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, მათ, ყველას გასცემს შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს