ანა ბუჩუკური - დარწმუნებული ვარ, აშშ-ს სენატი და არც ერთი სხვა უწყება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ქართველ ხალხს და საქართველოს

დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი და არც ერთი სხვა უწყება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, რომელიც დააზიანებს პირველ რიგში, ქართველ ხალხს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა სენატში გამართული მოსმენის შეფასებისას აღნიშნა.

"გულწრფელი რომ ვიყო, მე არ მისმენია თვითონ მოხსენებისთვის. მოვუსმინე შეფასებებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მომხსენებელმა რა ილაპარაკა და რა არა, ჩემთვის პირადად როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რისიც მწამს და დარწმუნებულო ვარ, რომ ასე იქნება. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი და არც ერთი სხვა უწყება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, რომელიც დააზიანებს პირველ რიგში, ქართველ ხალხს და დააზიანებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. "ოცნება" ცდილობს თქვას, რომ "სახელმწიფო ეს მე ვარ". მიშა აკეთებდა ამას. არ არის! ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ეს დეპუტატები იქნებიან, ესენი არ არიან სახელმწიფო. სახელმწიფო არის ქართველი ხალხი," - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს, სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. განხილვის თემა იყო „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები".

მოსმენაზე მოხსენებით წარსდგა არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

როგორც გიგაურმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისი თქმით, თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს.

გიგაურის განცხადებით, ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს.

"საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ!", - განაცხადა გიგაურმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი