პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები დღეს ჩიბათისა და შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სარიშვილმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბესიკ ტაბიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

„მოქალაქეებთან განვიხილეთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები და განხორციელებული პროექტები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით გავაკეთეთ, ასევე, განვიხილეთ ის პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარებისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. სოფელ ჩიბათში ვიწყებთ თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის სრულს რეაბილიტაციას, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტიქიის შედეგად დაზიანებულ კულტურის შენობის სახურავს, კოლხეთის ეროვნულ პარკისკენ მიმავალ 9 კილომეტრიანი გზაზე მოეწყო ღია კაფე, დაიგო გზა და მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები. სოფელ შუხუთის ცენტრში მოეწყო ხელოვნურსაფრიანი მინისტადიონი, დამისამართებულია ქუჩები, რეაბილიტირდა შიდა მიმოსვლის გზები. სოფლებში მოეწყო გარე განათება და ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის”, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს