დავით კირთაძე - კატეგორიულად მიუღებელია ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე და ჩართულ მხარეებზე თავდასხმა, მოსახლეობას არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობისკენ მოვუწოდებ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მანიპულაციის საშუალება არ მიეცეს

კატეგორიულად მიუღებელია ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე და ჩართულ მხარეებზე თავდასხმა, მოსახლეობას არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობისკენ მოვუწოდებ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიეცეს მანიპულაციის საშუალება, - ამის შესახებ ცესკოში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ განაცხადა.

დავით კირთაძე ცესკოს, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

ცესკოს თავმჯდომარემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მედიასთან ერთად, ჩართული მხარეებიც დაგვადანაშაულა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციაში მხოლოდ იმიტომ, რომ რეაგირების გარეშე არ ვტოვებთ არცერთ დარღვევას თუ გადაცდომას. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის, როგორც ცესკოს ერთი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე იმ ფორმით თავდასხმა, რაც ჩვენ ვიხილეთ: ეს იყო თავმჯდომარის მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელთა დაშინების მცდელობა.

რაც შეეხება ცესკოს წევრების არჩევის საკითხს: ჩვენ ცესკოს მივაწოდეთ მასალები, სადაც სოციალურ ქსელებში ე.წ. ნეიტრალური წევრები აქტიურად აზიარებენ მმართველი პარტიის სხვადასხვა აქტივობებს და ეწევიან აგიტაციას. თავმჯდომარის მხრიდან საზოგადოებისთვის ინფორმაციის დამახინჯებით მიწოდება ამართლებს ეჭვს, რომ მმართველი პარტიის მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ თავმჯდომარე მათი დავალების შემსრულებელი ყოფილიყო.

მოვუწოდებ ადმინისტრაციას, უზრუნველყონ სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი, შეეშვან მედიაზე და ჩართულ მხარეებზე თავდასხმებს, ასევე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობისკენ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიეცეს მანიპულაციის საშუალება“, - განაცხადა დავით კირთაძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა