პრემიერი - რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე, თუმცა სხვა ძალებს აქვთ - ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე

რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თუმცა, ამავე დროს, როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნები წარიმართება სხვა ძალების მხრიდან უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა".

„რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. ეს სამწუხაროა, ვისმენთ, ათასგვარ მუქარას და შანტაჟს. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზეზი აქვს, მიზეზია ის, რომ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის გამო არიან კონკრეტული ადამიანები გულდაწყვეტილები. მათ იმედი აქვთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოახერხებენ საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა მეორე ფრონტი გახსნან, რასაც ვერ ეღირსებიან. ქართული საზოგადოება, სისხლიანი რეჟიმის ავტორებს არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში.

არჩევნებზე გავლენის მოხდენას რესურსი სჭირდება მედიის მიმართულებით, უნდა გვყავდეს საკუთარი პარტიები, შენი აგენტურა უნდა გყავდეს პარტიებში, მედიარესურსები უნდა გქონდეს. ეს რესურსი რუსეთს არ აქვს, თუმცა სხვა ძალებს აქვთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს