ირაკლი კობახიძე - ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი - როცა სენატორი ასეთ ტყუილს კადრულობს და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის სენატს, ეს შემაშფოთებელია

ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი - შეხვედრაზე ჩვენ მოვითხოვეთ ამერიკის ფულით საქართველოში რადიკალიზმის და პოლარიზაციის ­დაფინანსების შეწყვეტა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯინ ჰაშინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, როდესაც საქართველოში დეპოლარიზაციას ითხოვენ, “არ შეიძლება, ამერიკის ფულით რადიკალიზმი და პოლარიზაცია ფინანსდებოდეს საქართველოში”.

“ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი. მან ასეთი რამ თქვა, თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა, რაც არის წმინდა წყლის ტყუილი. იქ საუბარი იყო ერთ რამეზე, რომ როდესაც ჩვენ დეპოლარიზაციას გვთხოვენ, არ შეიძლება, საქართველოში ამერიკის ფულით ფინანსდებოდეს რადიკალიზმი და პოლარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ჩაკითხვაც მოვისმინეთ არა შაჰინის, არამედ კონგრესმენის მხრიდან, ვგულისხმობდით თუ არა ჩვენ კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტას, რაზეც დავაკონკრეტე, რომ არ იგულისხმებოდა კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტა. იგულისხმებოდა პოლარიზაციის და რადიკალიზმის დაფინანსება. ეს მას უნდა ახსოვდეს. როდესაც ამის შემდეგ სენატორი ასეთ ტყუილს კადრულობს და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის სენატს, ამ უძვირფასეს ინსტიტუტს, ეს, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი და სამწუხარო, პირადად ჩემთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სენატორმა ჯინ ჰაშინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვიტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულები არიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში