გურამ მაჭარაშვილი - ეკა გიგაურის ამერიკაში გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა - ის, რომ გიგაური დადის ამერიკაში და საქართველოზე ნეგატივს საუბრობს, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ წარმოადგენს უცხოურ ძალას

ეკა გიგაურის ამერიკაში გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა - ის, რომ ეკა გიგაური დადის ამერიკაში და საქართველოზე ნეგატივს საუბრობს, ზუსტად ნიშნავს იმას, რომ წარმოადგენს უცხოურ ძალას, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც სენატში საქართველოზე გამართული მოსმენა შეაფასა.

მისი თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ინტერესებს წარმოადგენს და შესაბამისად, მის განცხადებას აბსოლუტურად ნულოვანი ფასი აქვს.

"ეკა გიგაურის ამერიკაში გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა. გიგაური აქ არავის აურჩევია ან დაუნიშნავს ვინმეს. ის პირდაპირ წარმოადგენს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ინტერესებს. შესაბამისად, მის განცხადებას აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი. ის, რომ ეკა გიგაური დადის ამერიკაში და საქართველოზე ნეგატივს საუბრობს, ზუსტად ნიშნავს იმას, რომ წარმოადგენს უცხოურ ძალას. გიგაურის ვიზიტი ამერიკაში ზუსტად ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიცია დადის უცხოეთში და უცხოურ ინტერესებს ატარებს საქართველოში. ჩვენ გვინდა ხალხის ინტერესები გავატაროთ საქართველოში," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს, სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. განხილვის თემა იყო „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები".

მოსმენაზე მოხსენებით წარსდგა არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

როგორც გიგაურმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისი თქმით, თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს.

გიგაურის განცხადებით, ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს.

"საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ!", - განაცხადა გიგაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება