გურამ მაჭარაშვილი - არ ვიცი, ზურაბ ჯაფარიძემ გაიხუმრა თუ არა, მაგრამ სეიშელები მოუხდება, გაირუჯება მშვენივრად, ჩამოვა მერე და ახალი ენერგიით დესტრუქციის მცდელობა ექნება

არ ვიცი, [ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ] გაიხუმრა თუ არა, მაგრამ სეიშელები მოუხდება, გაირუჯება მშვენივრად, ჩამოვა მერე და ახალი ენერგიით აქ დესტრუქციის მცდელობა ექნება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის უცხოეთში გამგზავრებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძემ უცხოეთიდან ინსტრუქციები უნდა მიიღოს, როგორ უნდა ჩაატაროს საქართველოში არჩევნების შემდგომი დღეები.

"რა თქმა უნდა, მას ლეგიტიმაცია აქვს უცხოეთიდან და ინსტრუქციები უნდა მიიღოს, როგორ უნდა ჩაატაროს აქ არჩევნების შემდგომი დღეები. ისინი ხომ არჩევნებისთვის არ ემზადებიან? მათ გამოაცხადეს, რომ არანაირი რეიტინგები არ გააჩნიათ, შესაბამისად, 27 ოქტომბრისთვის და შემდგომი დღეებისთვის ემზადებიან. ამას ახლა რა ინსტრუქციას მისცემენ უცხოეთში, ამახე დადის ეს ხალხი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს და აგენტებს - ა, ბატონო იხილეთ პირდაპირი ეთერი. ჩვენ დავდივართ რეგიონებში, ეგენი დადიან უცხოეთში. არ ვიცი, გაიხუმრა თუ არა, მაგრამ სეიშელები მოუხდება, გაირუჯება მშვენივრად, ჩამოვა მერე და ახალი ენერგიებით აქ დესტრუქციის მცდელობა ექნება. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არავინ მისცემს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ზურა გირჩი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ამერიკაში გაემგზავრნენ.

აეროპორტში ჯაფარიძემ მედიის კითხვებს ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით არ უპასუხა და დეტალები არ დააკონკრეტა.

"არავის არ ვხვდები, სეიშელებზე მივდივარ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს