ანა ნაცვლიშვილი - სენატში გამართულ მოსმენაზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს ემსახურება კრემლს - დასავლეთის თვალში „ქართული ოცნება“ ბოლომდეა ლუსტრირებული, როგორც „რუსეთის მსახური დაჯგუფება“

43 დღე რჩება იქამდე, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში არჩევნების გზით დაასრულებენ რუსეთის მსახური ხელისუფლების ძალაუფლებაში ყოფნას - „ძლიერი საქართველოს“ თითოეული ლიდერი დარწმუნებულია იმაში, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები გადაარჩენენ საქართველოს რუსული გეგმისგან, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს საკითხზე სენატში გამართულ მოსმენაზე და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის მნიშვნელობა ამ მოსმენაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, „ძლიერი საქართველოს“ საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს დაბრუნება ევროპულ გზაზე, ქვეყნის სწრაფად გაწევრიანება ევროკავშირში, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება და გაღრმავება იქნება.

„გასულ წელს, სწორედ ქართველი ხალხის სიმტკიცის და პრინციპულობის დამსახურებით ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მაგრამ „ქართული ოცნების“ რუსული კანონის, რუსული პოლიტიკის გამო ახლა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინ, სენატში საქართველოს საკითხზე გამართულმა მოსმენამ, სადაც ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს ემსახურება კრემლს, რუსეთს და არა საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ გაჩერებულია და ყოველდღიურად მატულობს იმ პროექტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ეს პროექტები გაჩერდა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე საქართველო და მისი მოქალაქეები განწირული იქნებიან დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციისთვის და ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებისთვის.

26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა სენატში მოსმენის დროს, რომელმაც მთლიანად აირეკლა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის მსახური ხელისუფლების პირობებში ქვეყანას მომავალი არ ექნება. ერთადერთ, ვინც აქებს და იწონებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს დღეს, ეს არის კრემლი და მისი პროპაგანდისტები", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის თქმით, დასავლეთის თვალში „ქართულ ოცნებას“ ნდობა სრულად დაკარგული აქვს და ბოლომდეა ლუსტრირებული, როგორც „რუსეთის მსახური დაჯგუფება“. მისი თქმით, ამ ყველაფრის შეცვლის ვალდებულება საქართველოს მოქალაქეების ხელშია.

„ძლიერი საქართველოს თითოეული ლიდერი დარწმუნებულია იმაში, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები გადაარჩენენ საქართველოს რუსული გეგმისგან და ქვეყანას განვითარების სწორ გზაზე დააყენებენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია