გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს - თქვენთვის სასურველ დროს, სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, დავასახელო ის ევროპული ფონდები, საიდანაც 14 მილიარდ ევროს მოვიზიდავთ - თუ მართალი ხართ, დავსხდეთ დებატებში!

მე მზად ვარ პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას რომელ ფონდებზე არის საუბარი, იმიტომ, რომ მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ, - ასე უპასუხა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებისთანავე აღნიშნული დაფინანსება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბლოკავს 14 მილიარდი ევროს მიღებას. ბატონო ირაკლი, თქვენთვის სასურველ დროს, თქვენთვის სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, მოვიტანო სახელობითად ის ევროპული ფონდები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვიზიდოთ 14 მლრდ ევრო. სახელობითად ჩამოგითვლით ყველა ფონდს, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ის თანხა მოვიტანოთ და თუ თქვენ არ გეშინიათ სიმართლის და თუ თქვენ არ ბლოკავთ 14 მლრდ ევროს, მე მოვიტან ყველა იმ ფონდის დასახელებას, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია 14 მლრდ ევროს მოზიდვა. 14 მლრდ ევრო, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნაში, წარმოებების შექმნაში, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და ყველა სოციალური მიმართულებით შეიძლება გამოყენება.

მზად ვარ, დოკუმენტურად, პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას რომელ ფონდებზეა საუბარი იმიტომ, რომ მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ,იმიტომ რომ თქვენ ხართ მატყუარა ადამიანები, უფრო მეტიც, დაკავებული ხართ ჩემი გამონათქვამების გაყალბებით, თქვენ მიერ მართულ ტელეარხებზე. რაც არ მითქვამს, იმას აწერთ ჩემს ფოტოს, ეს არის თქვენი სიყალბის ხელწერა.

ამიტომ თუ თქვენ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ და პირდაპირ ეთერში მოდით, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინაშე მე ჩამოგითვლით ყველა იმ ფონდის სახელწოდებას, საიდანაც 14 მილიარდ ევროს, მინიმუმ 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს გაწევრიანების, მოლაპარაკების შემდგომ, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება იყოს და საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ველი თქვენგან პასუხს ბატონო ირაკლი, თუ არ გეშინიათ, გელოდებით დებატებში“, - განაცხადა ვაშაძემ

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ