„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  შეხვედრები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან გაიმართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ჯავის, გვაზაურისა და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

ირაკლი ხელაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, ასევე ამომრჩეველთან ისაუბრა ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

„აქ ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ და ვცდილობთ, მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა