ვახტანგ ცინცაძე - 2024 წლის იანვარ - აგვისტოში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 641.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ექსპორტის მაღალი დინამიკა ნარჩუნდება, რის შედეგადაც იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ჯამურად, ექსპორტი 2.4%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.2 მლრდ აშშ. დოლარი შეადგინა. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიანიშნებს, რაც დასტურდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით - მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც, ერთი მხრივ, მიმართულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და გაუმჯობესებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე